KA/Prabhupada 1072 - ამ მატერიალური სამყაროს დატოვება და მარადიულ სამეფოში ჩვენი მარადიული სიცოცხლის დაბრ



660219-20 - Lecture BG Introduction - New York

უფლის არსებობა, მისი უმიზეზო მოწყალებით ის მოგვივლენს თავს შიამასუნდარა-რუპა ფორმით. სამწუხაროდ, ნაკლებად გონიერი ადამიანები მას დასცინიან. ავაჯაანანტი მაამ მუუდჰაა (ბგ 9.11). რადგან უფალი გვევლინება, როგორც ერთ-ერთი ჩვენგანი და ადამიანივით გვეთამაშება, მაინც არ უნდა ჩავთვალოთ, რომ უფალი ჩვენაირია. ეს მხოლოდ მის ყოვლისშემძლეობაზე მეტყველებს, საკუთარი თავი რეალური ფორმით ჩვენს წინაშე წარმოგვიჩინოს და გვიჩვენოს მისი გართობანი, მისი სასუფევლის პროტოტიპი. ეს უფლის სასუფეველი, ამ ბრაჰმა-ჯიოტიში ასევე ურიცხვი რაოდენობის პლანეტებია. ისევე როგორც ჩვენ, მზის სხივეში უამრავი პლანეტა ტივტივებს, მსგავსად, ბრაჰმა-ჯიოტიში, რომელიც უზენაესი უფლის სასუფევლიდან, კრიშნალოკიდან, გოლოკიდან ანათებს, აანანდა-ჩინმაია-რასა-პრატიბჰაავიტააბჰის (ბგ 5.7), ყველა ეს პლანეტა სულიერია. ისინი არიან აანანდა-ჩინმაია; ისინი არ არიან მატერიალური პლანეტები. ამრიგად, უფალი ამბობს,

na tad bhāsayate sūryo
na śaśāṅko na pāvakaḥ
yad gatvā na nivartante
tad dhāma paramaṁ mama
(ბგ 15.6)

ნა ტად ბჰაასაყატე სუურიო ნა შაშაანკო ნა პაავაკაჰა იად გატვაა ნა ნივარტანტე ტად დჰაამა პარამამ მამა (ბგ 15.6).

ახლა მას, ვისაც შეუძლია ამ სულიერ ცასთან მიახლოვება, არ მოსთხოვენ უკან მატერიალურ ცაში დაბრუნებას. სანამ მატერიალურ ცაში ვიმყოფებით, მთავის პლანეტასთან მისვლაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია... მთვარის პლანეტა, რა თქმა უნდა, უახლოესია, მაგრამ ყველაზე შორეულ ვარსკვლავსაც რომ მივუახლოვდეთ, რომელსაც ბრაჰმალოკა ჰქვია, იქაც მატერიალური ცხოვრების იგივე ტანჯვა დაგვხვდება, მე ვგულისხმობ, დაბადებას, სიკვდილს, დაბერებასა და ავადმყოფობასთან დაკავშირებულ ტანჯვას. მატერიალური სამყაროს არც ერთი პლანეტა არ არის მატერიალური ყოფიერების ოთხი პრინციპისგან თავისუფალი. შესაბამისად, უფალი ბჰაგავად-გიტაში გვეუბნება, ააბრაჰმა-ბჰუვანაალ ლოკააჰ აავარტინო 'რჯუნა (ბგ 8.16). ცოცხალი არსებები ერთი პლანეტიდან მეორეზე მოგზაურობენ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია სხვა პლანეტებზე უბრალოდ თანამგზავრის მექანიკური აპარატის მეშვეობით გამგზავრება. ყველასთვის, ვისაც სურს სხვა პლანეტაზე გამგზავრება, არსებობს პროცესი. იაანტი დევა-ვრატაა დევაან პიტრნ იაანტი-ვრატააჰა (ბგ 9.25). თუ ვინმეს სურს სხვა პლანეტაზე, ვთქვათ, მთვარის პლანეტაზე, წასვლა არ უნდა ეცადოს იქ თანამგზავრის მეშვეობით მოხვედრას. ბჰაგავად-გიტა გვარიგებს, იაანტი დევა-ვრატაა დევაან. მთვარის პლანეტას თუ მზის პლანეტას თუ ბჰუულოკას ზემოთ განლაგებულ ნებისმიერ პლანეტას, ყველას სვარგალოკა ეწოდება. სვარგალოკა. ბჰუულოკა, ბჰუვარლოკა, სვარგალოკა. არსებობს პლანეტების სხვადასხვა სტატუსი. ასე რომ, დევალოკას შესაბამისად იცნობენ. ბჰაგავად-გიტა გვაძლევს უმაღლეს პლანეტებზე, დევალოკაზე გამგზავრების მარტივ ფორმულას. იაანტი დევა-ვრატაა დევაან. იაანტი დევა-ვრატაა დევაან. დევა-ვრატაა, თუ ჩვენ თაყვანს ვცემთ რომელიმე კონკრეტულ ნახევარღმერთს, ჩვენ მის კონკრეტულ პლანეტაზე წასვლასაც შევძლებთ. მიზის პლანეტაზე წასვლაც კი შეგვიძლია, მთვარის პლანეტა წასვლა შეგვიძლია, სამოთხის პლანეტაზე წასვლა შეგვიძლია, მაგრამ ბჰაგავად-გიტა არ გვირჩევს ამ მატერიალური სამყაროს ამ რომელიმე პლანეტაზე წასვლას, რადგან, ბრაჰმალოკაზე, უმაღლეს პლანეტაზეც რომ წავიდეთ, რომლის მიღწევას, თანამედროვე მეცნიერების გამოთვლებით უმაღლესი პლანეტის მიღწევას თანამგზავრით მოგზაურობისას, 40,000 წელი დასჭირდება. ახლა შეუძლებელია 40,000 წელი ცხოვრება და ამ მატერიალური სამყაროს უმაღლესი პლანეტის მიღწევა. მაგრამ, თუ ვინმე მთელ სიცოცხლეს კონკრეტული ნახევარღმერთის თაყვანისცემას დაუთმობს, მას შეეძლება მის კონკრეტულ პლანეტასთან მიახლოვება, როგორც ეს ბჰაგავად-გიტაშია განმარტებული: იანტი დევა-ვრატაა დევაან პიტრნ იაანტი პიტრ-ვრატააჰა (ბგ 9.25). მსგავსად, არსებობს პიტრლოკა. მსგავსად, ვისაც უნდა მიუახლოვდეს უმაღლეს პლანეტას, უმაღლეს პლანეტას.... უმაღლესი პლანეტა ნიშნავს კრიშნა ლოკას. სულიერ ცაში აურიცხვი პლანეტებია, სანაატანა პლანეტები, მარადიული პლანეტები, რომელიც არასოდეს ნადგურდება, ისპობა. მაგრამ ამ სულიერ პლანეტათა შორის არსებობს ერთი პალანეტა, თავდაპირველი პლანეტა, რომელსაც გოლოკა ვრინდავანი ეწოდება. ამრიგან, ეს განმარტებები მოცემულია ბჰაგავად-გიტაში და ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა დავტოვოთ ეს მატერიალური სამყარო და მივიღოთ მარადიული სიციცხლე მარადიულ სამეფოში.