KA/Prabhupada 1076 - À როცა ვკვდებით, ჩვენ შეგვიძლია აქ დავრჩეთ, ან სულიერ სამყაროში გადავინაცვლოთ



660219-20 - Lecture BG Introduction - New York

სხვასასხვანაირი ბჰაავა არსებობს. ახლა, ეს მატერიალური სამყაროც ერთერთი ბჰაავაა, როგორც უკვე ავხსენით, რომ ეს მატერიალური სამყარო უზენაესი უფლის ენერგიების ერთერთი გამოვლინებაა. ვიშნუ პურანაში დაჯამებულია უზენაესი უფლის ყველა ენერგია.

viṣṇu-śaktiḥ parā proktā
kṣetra-jñākhyā tathā par
avidyā-karma-saṁjñānyā
tṛtīyā śaktir iṣyate
(ჩჩ მადჰია 6.154)

ვიშნუ-შაკტიჰ პარაა პროკტაა კშეტრა-ჯნაკჰია ტატჰაა პარ ავიდიაა-კარმა-სამჯნაანიაა ტრიტიიაა შაკტირ იშიატე (ჩჩ მადჰია 6.154)

ყველა ენერგია, პოტენცია... პარაასია შაკტირ ვივიდჰაივა შრუიატე (ჩჩ მადჰია 13.65, განმარტება). უზენაეს უფალს მრავალი ენერგია გააჩნია, ურიცხვი ენერგია, რასაც ჩვენ ვერ ჩავწვდებით. მაგრამ დიადი განსწავლული ბრძენები, განთავისუფლებული სულები, მათ შეისწავლეს და მათ შეაჯამეს ყველა ენერგია სამ ნაწილად, სამ დასახელებად. პირველია... ყველა ენერგია ვიშნუ-შაკტია. ყველა ენერგია, ისინი უფალი ვიშნუს სხვადასხვა პოტენციაა. ახლა, ეს ენერგია პრანაა, ტრანსცენდენტულია. და კშეტრა-ჯნააკჰიაა ტატჰაა პარაა, და ცოცხალი არსებები, კშეტრა-ჯნა, ისინიც ენერგიების ამ უმაღლეს ჯგუფს ეკუთვნიან, როგორც ეს დადასტურებულია აგრეთვე ბჰაგავად-გიტაში. ჩვენ უკვე განვმარტეთ. და სხვა ენერგიები, მატერიალური ენერგია არის ტრიტიიაა კარმა-სამჯნაანიაა (ჩჩ მადჰია 6.154). სხვა ენერგია არის უმეცრების გუნაში. ამრიგად ეს არის მატერიალური ენერგია. ასე რომ, მატერიალური ენერგიაც არის ბჰაგავად-(გაუგებარია). ამრიგად გარდაცვალებისას ჩვენ შეგვიძლია ან ამ მატერიალურ ენერგიაში დავრჩეთ, ანუ ამ მატერიალურ სამყაროში, ან სულიერ სამყაროში გადავინაცვლოთ. ასეთია კრიტერიუმი. ამრიგად, ბჰაგავად-გიტა გვეუბნება

yaṁ yaṁ vāpi smaran bhāvaṁ
tyajaty ante kalevaram
taṁ tam evaiti kaunteya
sadā tad-bhāva-bhāvitaḥ
(ბგ 8.6)

იამ იამ ვააპი სმარან ბჰაავამ ტიაჯატი ანტე კალევარამ ტამ ტამ ევაიტი კაუნტეია სადაა ტად-ბჰაავა-ბჰაავიტაჰა (ბგ 8.6).

ახლა, როგორც მიჩვეულები ვართ ვიფიქროთ, ან ამ მატერალურ ენერგიაზე ან სულიერ ენერგიაზე, ახლა, როგორ უნდა შევცვალოთ აზროვნება? მატერიალური ენერგიისთვის დამახასიათებელი აზროვნება, როგორ უნდა გადავიტანოთ ის სულიერი ენერგიის აზროვნებად? სულიერ ენერგიაში საფიქრელად არსებობს ვედური ლიტერატურა. მატერიალურ ენერგიაში აზროვნების მსგავსად, უამრავი ლიტერატურა არსებობს - გაზეთები, ჟურნალები, რომანები, ფანტასტიკა, უამრავი რამ. სავსეა ლიტერატურა. ამრიგად, ჩვენი აზროვნება ჩაფლულია ამ ლიტერატურაში. მსგავსად, თუ გვინდა ჩვენი აზროვნების სულიერ ატმოსფეროში გადატანა, ჩვენი კითხვის უნარიც ვედურ ლიტერატურაზე უნდა გადავიტანოთ. განსწავლულმა ბრძენებმა, შესაბამისად, უამრავი ვედური ლიტერატურა შექმნეს, პურანები. პურანები ისტორიები არ არის. ისინი ისტორიული ჩანაწერებია. ჩაიტანია-ჩარიტამრიტაში არის ლექსი, რომელიც შემდეგნაირად იკითხება. ანაადი-ბაჰირმუკჰა ჯივა კრიშნა ბჰული' გელა ატაევა კრიშნა ვედა-პურაანა კაილაა (ჩჩ მადჰია 20.117). რომ ეს გულმავიწყი ცოცხალი არსებები, განპირობებული სულები, მათ დაავიწყდათ უზენაეს უფალთან ურთიერთობა, და ჩაფლულნი არიან მატერიალური საქმიანობის შესახებ ფიქრებში. და მათი აზროვნების ძალის სულიერ უნარზე გადასართავად, კრიშნა-დვაიპაანიანა ვიაასა, მან უამრავი ვედური ლიტერატურა შექმნა. ვედური ლიტერატურა ნიშნავს, რომ მან ჯერ ვედები ოთხ ნაწილად გაყო. მერე ისინი პურანების მიხედვით განმარტა. შემდეგ, უნარმოკლებული პირებისტვის, როგორებიცაა სტრიი, შუდრა, ვაიშია, მან შექმნა მაჰაბჰარატა. და მაჰაბჰარატაში წარმოადგინა ბჰაგავად-გიტა. შემდეგ, მან კვლავ შეაჯამა მთელი ვედური ლიტერატურა ვედანტა-სუტრაში. და ვედანტა-სუტრას მომავალში სახელმძღვანელოდ, თავად გაუკეთა განმარტებები, რომელსაც შრიმად-ბჰაგავატამი ეწოდება.