KA/Prabhupada 0016 - მე მინდა ვიმუშავო

Revision as of 16:46, 29 January 2021 by Vanibot (talk | contribs) (Vanibot #0023: VideoLocalizer - changed YouTube player to show hard-coded subtitles version)
(diff) ← Older revision | Latest revision (diff) | Newer revision → (diff)


Lecture on BG 7.1 -- San Francisco, March 17, 1968

ამრიგად, უნდა ვიცოდეთ, როგორ დავუკავშირდეთ კრიშნას. კრიშნა ყველგანაა. ეს გახლავთ კრიშნა-გაცნობიერებული მიმდინარეობა. ეს არის კრიშნას ცნობიერება. უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა მივიღოთ ეს თავისებურებები კრიშნას ფორმებიდან ხეში, ან რკინაში, ან მეტალში... ამას მნიშვნელობა არ აქვს. კრიშნა ყველგანაა. უნდა ისწავლო მასთან ყველაფრის მეშვეობით კონტაქტის დამყარება. ეს იქნება ახსნილი იოგის ამ სისტემაში. თქვენც ისწავლით. ამრიგად, კრიშნას ცნობიერებაც იოგაა, სრულყოფილი იოგა, იოგების უმაღლესი სისტემა. ნებიერმიერ იოგს შეუძლია მოსვლა და ჩვენ შევძლებთ მის გამოწვევას და შეგვეძლება ვთქვათ, რომ ეს არის A-1 იოგის სისტემა. ეს არის A-1 და იმავდროულად, ეს ძალიან მარტივია. არ გჭირდება სხეულის გავარჯიშება. წარმოიდგინეთ, რომ ხართ სუსტი ან დაღლილობას გრძნობთ, მაგრამ კრიშნას ცნობიერებაში თქვენ მას ვერ იგრძნობთ. ყველა ჩვენი მოსწავლე, ისინი მოწადინებულნი არის საქმით იყვნენ გადატვირთულნი, კრიშნას ცნობიერებაში. „სვამიჯი რა უნდა გავაკეთო? რა შემიძლია გავაკეთო?“ და ფაქტიურად აკეთებენ. კარდაგ. ძალიან კარგად. ისინი დაღლილობას არ გრძნობენ. ამგვარია კრიშნას ცნობიერება. მატერიალურ სამყაროში, რაღაც დროის განმავლობაში როცა მუშაობ, შემდეგ დაღლილობას გრძნობ. დასვენება დაგჭირდება. რა თქმა უნდა მე, ასე ვთქვათ, არ ვაზვიადებ. მე ბებერი, სამოცდათორმეტი წლის კაცი ვარ. ოჰ, ავადაც ვიყავი. ინდოეთში დავბრუნდი. ისევ ჩამოვედი. მე მინდა ვიმუშავო! მე მინდა ვიმუშავო. ბუნებრივად, მე განვუდგებოდი ყველა ამ საქმიანობას, მაგრამ არ ვგრძნობ... ჯერ შემიძლია რაღაცეების კეთება, მე მუშაობა მინდა. მე მინდა..., დღე და ღამე. ღამით დიკტაფონით ვმუშაობ. ამრიგად, დამწუხრებული ვარ... ვწუხდები, თუ არ შემიძლია მუშაობა. ეს არის კრიშნას ცნობიერება. ძალიან მოწადინებული უნდა იყო იმუშავო. ეს საზოგადოება უმოქმედო კი არ არის. არა. ჩვენ საკმაო დასაქმება გვაქვს. უხდებათ გაზეთების რედაქტირება, გაზეთების გაყიდვა. უბრალოდ, აღმოაჩინეთ, როგორ შეიძლება კრიშნას ცნობიერების გავრცელება, ამრიგად. ეს პრაქტიკულია.