Template

Template:KA/Georgian Main Page - What is Vanipedia

Revision as of 13:40, 29 August 2020 by NandaPriya (talk | contribs)
(diff) ← Older revision | Latest revision (diff) | Newer revision → (diff)

ვანიპედია ცოცხალი, დინამიური ენციკლოპედიაა შრილა პრაბჰუპადას სიტყვების და გამონათქვამებისა (სანსკრიტზე - ვანი). თანამშრომლობის მეშვეობით ჩვენ ვიკვლევთ და სხვადასხვა კუთხით ვახარისხებთ შრილა პრაბჰუპადას ვრცელ სწავლებას. ვცდილობთ მარტივი და იოლად მისაწვდომი სახით გავაცნოთ იგი მკითხველსა და მსმენელს. ჩვენ ვქმნით შრილა პრაბჰუპადას სწვალებათა ისეთ დიგიტალურ საუნჯეს, რისი მსგავსიც ჯერ არ ყოფილა. ეს საშუალებას აძლევს მას მთელ მსოფლიოს ასწავლოს და უქადაგოს მეცნიერება კრიშნას ცნობიერების შესახებ, რასაც კაცობრიობისათვის უდიდესი სიკეთე მოაქვს.

პროექტი "ვანიპედია" საერთაშორისო, მრავალენოვანი წამოწყებაა, რის წარმატებასაც განაპირობებს შრილა პრაბჰუპადას ერთგულთა დიდი ძალისხმევა. ისინი ნებაყოფლობით იღებენ საკუთარ თავზე სხვადასხვა როლებს ამ პროექტში. მასში წარმოდგენილ ენებს სამუშაოს სხვადასხვა წილი აქვთ დასრულებული. ჩვენი მიზანია, რომ შრილა პრაბჰუპადას ყველა ჩაწერილი ლექცია, მისი ყველა საუბარი, ასევე წერილები 2027 წლის ნოემბრისთვის (მისი გარდაცვალების 50 წლისთავისთვის) ითარგმნოს სულ ცოტა 16 ენაზე, ხოლო მასალის 25% იქნას თარგმნილი 32 ენაზე.

ქართულ ენაზე შრილა პრაბჰუპადას ყველა წიგნი უკვე თარგმნილია და მიმდინარეობს მათი გამოცემა. 2027 წლისათვის ყველა წიგნი გამოიცემა: ზოგი მეორე რედაქციით, დანარჩენები კი პირველად. ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება იმისაკენ, რომ ამ დროისთვის ასევე ითარგმნოს მაქსიმალურად ბევრი ლექცია, საუბარი და წერილი, რაც მოიცავს უდიდესი ნეტარების მომცველ ცოდნას კრიშნას ცნობიერების შესახებ.