KA/Prabhupada 0011 - კრიშნას თაყვანისცემა გონებაში შეიძლება

Revision as of 16:45, 29 January 2021 by Vanibot (talk | contribs) (Vanibot #0023: VideoLocalizer - changed YouTube player to show hard-coded subtitles version)
(diff) ← Older revision | Latest revision (diff) | Newer revision → (diff)


Lecture on BG 4.28 -- Bombay, April 17, 1974

ბჰაკრი-რასაამრიტა-სინდჰუ-ში არის ერთი ისტორია... ისტორია კი არა. ფაქტი. იქ აღწერილია, რომ ერთი ბრაჰამანა - ის ამაღლებული ერთგული იყო - მას უნდოდა საუკეთესო მსახურების, არჩანაა, შეთავაზება ტაძარში მსახურებისას. მაგრამ არ ქონდა ფული. მაგრამ ერთ დღეს ბჰაგავად-გიტას ლექციას ესწრებოდა და გაიგო, რომ კრიშნას თაყვანისცემა გონებაშიც კი შეიძლება. ამრიგად, მან გადაწყვიტა ამ გარემოების განოყენება, რადგან დიდი ხანი ფიქრობდა როგორ ემსახურა კრიშნასთვის ბრწყინვალედ, მაგრამ ფული არ ქონდა. ამრიგად მან, ამ ამბის გაგების შემდეგ, რომ კრიშნას თაყვანისცემა გონებაშიც შეიძლება, გოდავარის მდინარეში განბანის შემდეგ ის იჯდა ხის ქვეშ და თავის წარმოდგენაში ძალიან მდიდრული სიმჰაასანა, ტახტი, ააშენა, ძვირფასი ქვებით მოკაზმული და ამ ტახტზე ღვთაება განათავსა, მან განბანა ღვთაება განგია, იამუნას, გოდავარის, ნარმადავას, კავერის წყლებში. შემდეგ ძალიან მოხდენილად ჩააცვა, შემდეგ ყვავილი შეათავაზა, გირლიანდა. შემდეგ ძალიან კარგ საჭმელს ამზადებდა, ის პარამაანნას, ტკბილ ბრინჯს ამზადებდა. და მოინდომა მისი გასინჯვა, ძალიან ცხელი ხომ არ იყო. რადგან პარამანნა ცივად უნდა მიირთვა. პარამანნას ძალიან ცხელს არ ჭამენ. ამიტომ თითით შეეხო პარამაანნას და თითი დაეწვა. ამან მედიტაცია დაურღვია, რადგან სინამდვილეში არაფერი იყო. ის უბრალოდ მის გონებაში აკეთებდა ყველაფერს. ამრიგად... მაგრამ მან დაინახა, რომ თითი დამწვარი ქონდა. ამიტომ, განცვიფრდა. ამრიგად, ნარაიანა ვაიკუნთხიდან, ის იღიმებოდა. ლაკშმიმ კითხა, „რა გაცინებს?“ „ერთერთი ჩემი ერთგული ასე მეთაყვანება. ასე, რომ გაგზავნე ჩემი მხევლები, რომ დაუყოვნებლივ ვაიკუნთხაზე მოიყვანონ.“ ამიტომ არის ბჰაკტი იოგა ასეთი კარგი, რომ თუ ამის საშუალება არ გაქვს, რომ ღვთაებას ბრწყინვალე მსახურება შესთავაზო, შენს გონებაში შეგიძლია ამის გაკეთება. ესეც შესაძლებელია.