KA/Prabhupada 0015 - მე ეს სხეული არ ვარ

Revision as of 16:46, 29 January 2021 by Vanibot (talk | contribs) (Vanibot #0023: VideoLocalizer - changed YouTube player to show hard-coded subtitles version)
(diff) ← Older revision | Latest revision (diff) | Newer revision → (diff)


Lecture on BG 9.34 -- New York, December 26, 1966

არსებობს სულის წარმოჩენის, არსებობის ექვსი ნიშანი. ზრდა ერთერთი მნიშვნელოვანი მათგანია. ამრიგად, ზრდა. როგორც კი სული ამ სახეულს ტოვებს, ზრდა აღარ მიმდინარეობს. თუ ბავშვი მკდრად იბადება, ოჰ, ზრდას ადგილი არ ექნება. ოჰ, მშობლები იტყვიან, ამას აზრი არ აქვს. გადააგდეთ. მსგავსად, უფალმა კრიშნამ არჯუნას პირველი მაგალითი მისცა, „არ გეგონოს, რომ შენს სხეულში მოთავსებული სულიერი ნაპერწკალი, რომლის არსებობის გამო, სხეული იზრდება ბავშვობიდან ბიჭობამდე, ბიჭობიდან მოზარდამდე, მოზარდიდან სიბერემდე. და შესაბამისად, როდესაც სხეული გამოუსადეგარი გახდება, შეუმჩნევლად, სული ამ სხეულს ტოვებს.“ ვაასაამსი ჯირნაანი იატჰაა ვიჰააია (ბგ 2.22). როგორც ძველ ტანსაცმელს ახალზე ვიცვლით, მსგავსად, სხვა სხეულს ვიღებთ. და სხვა სხეულს ჩვენი შერჩევით კი არ ვიღებთ. ეს შერჩევა ბუნების კანონებზეა დამოკიდებული. ეს არჩევანი ბუნების კანონზეა დამოკიდებული. ამას სიკვდილის დროს ვერ იტყვი, მაგრამ შეიძლება ამაზე ფიქრი. შეგიძლია თქვა, ვგულისხმობ, ინდივიდუალურობა და ეს არჩევანი, ეს არის, რაც არის. იამ იამ ვააპი სმარან ლოკე ტიაჯატი ანტე კალევარამ (ბგ 8.6). უბრლოდ, გარდაცვალებისას, შენი აზროვნება, როგორც შენი ფიქრები ვითარდება, შენს მომდევნო დაბადებას იმ სხეულის მიხედვით მიიღებ. ამრიგად, გონიერ ადამიანს, თუ გიჟი არ არის, უნდა ესმოდეს, რომ მე არ ვარ ეს სხეული. პირველი რიგში. მე არ ვარ ეს სხეული. ამის შემდეგ შეძლებს ის გაიგოს თუ რა არის მისი მოვალეობა? ოჰ, როგორც სულიერი სულის, რაში მდგომარეობს მისი მოვალეობა?

მისი ვალდებულებაა, რაც ბჰაგავად-გიტაშია ნათქვამი, მეცხრე თავის უკანასკნელ ლექსში, რომ მოვალეობაა მან-მანაა ბჰავა (ბგ 9.34) რამეზე ფიქრობ. ნებისმიერი ჩვენგანი, რომელსაც სხეული გაგვაჩნია, რაღაცაზე ფიქრობს. ვერ გაჩერდები ფიქრის გარეშე ერთი წამითაც კი. ეს შეუძლებელია. ამრიგად, ასეთია მოვალეობა. უნდა იფიქრო კრიშნაზე. კრიშნაზე იფიქრე. რაღაცაზე უნდა იფიქრო. რა დაშავდება, თუ კრიშნაზე იფიქრებ? კრიშნას იმდენი საქმიანობა აქვს, იმდენი ლიტერატურა, იმდენი რამ. კრიშნა მოდის აქ. ჩვენ წიგნების მრავალი ტომი გვაქვს. თუ კრიშნაზე ფიქრი გინდა, უამრავი ლიტერატურით შეგვიძლია მოგამარაგოთ რომელსაც, ოცდაოთხი საათიც რომ იკითხო, მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ დაასრულებ. ამრიგად, კრიშნაზე ფიქრი, ეს სავსებით საკმარისია. იფიქრე კრიშნაზე. მან-მანაა ბჰავა. ოჰ, მე შემიძლია შენზე ფიქრი.

როგორც ადამიანს, რომელიც მინვე უფროსს ემსახურება. ოჰ, ის მუდამ ამ უფროსზე ფიქრობს. ოჰ, მე იქ უნდა დავესწრო ცხრა საათზე და რომ ეს უფროსი უკმაყოფილო დარჩება. ის რაღაც მიზეზის გამო ფიქრობს. ამგვარი ფიქრი არაფერს გვაძლევს. და ამიტომაც ის გევუბნება, ბჰავა მად-ბჰაკტაჰ ((ბგ 9.34). „უბრალოდ ჩემზე იფიქრე სიყვარულით.“ როდესაც ბატონი, როდესაც, ვგულისხმობ, როდესაც მსახური ბატონის შესახებ ფიქრობს, აქ სიყვარული არ არის. ის ფიქრობს ფუნტზე-შილინგზე-პენსზე. „თუ ჩემს ოფისში არ ვიქენი ცხრა საათზე, ოჰ, დამაგვიანდება, და ორ დოლარს დავკარგავ.“ შესაბამისად, ის ფიქრობს, არა ბატონზე, ის ფიქრობს ფუნტზე-შილინგზე-პენსზე. ამგვარი ფიქრი ვერ გადაგარჩენთ. ამიტომ ის გევუბნება, ბჰავა მად-ბჰაკტაჰა. „უბრალოდ ჩემი ერთგული გახდი. ამის შემდეგ შენი ჩემზე ფიქრი გამოკეთდება.“ და რა არის ეს ბჰაკტი? მად-ბჰაკტაჰა.

ერთგული... ერთგულება მსახურებას ნიშნავს. მად-იააჯიი (ბგ 9.34). შენ მსახურებას გაუწევ უფალს. იმის მსგავსად, როგორც ამას მუდმივად ჩავდივართ აქ. როდესაც არ უნდა მოხვიდე, რაიმე მოვალეობაში ჩაფლულს გვიხილავ. ამრიგად, ჩვენ რაღაც ვალდებულებები შევქმენით. იმისთვის, რომ კრიშნაზე ვიფიქროთ.