KA/Prabhupada 0023 - გახდით კრიშნა ცნობიერი სანამ გარდაიცვლებით

Revision as of 16:47, 29 January 2021 by Vanibot (talk | contribs) (Vanibot #0023: VideoLocalizer - changed YouTube player to show hard-coded subtitles version)
(diff) ← Older revision | Latest revision (diff) | Newer revision → (diff)


Sri Isopanisad Invocation Lecture -- Los Angeles, April 28, 1970

ამრიგად, აქ ნათქვამია, რომ სამყაროს საკუთარი დრო გააჩნია, რომელიც დაფიქსირებულის სრულყოფილი ერთობის ენერგიით. სამყაროც აგრეთვე გიგანტურ სხეულს წარმოადგენს, მატერიალურ სხეულს. სულ ესაა. როგორც თქვენი სხეული; ყველაფერი შეფარდებითია. თანამედროვე მეცნიერება, შეფარდებითობის კანონი. ატომი, მცირე ნაწილაკი, პატარა ჭიანჭველა, მას შედარებითი სიცოცხლე გააჩნია, თქვენ შედარებითი ცხოვრება გაქვთ. მსგავსად, ეს გიგანტური სხეული, შესაძლოა მრავილი მილიონი წლის მანძილზე იარსებებს ეს სამყარო, მაგრამ ის მუდმივად ვერ იარსებებს. ეს ფაქტია. რადგან ის ძალიან გიგანტურია, ამიტომ ის შეიძლება რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში დარჩეს, მაგრამ მისი დასასრული დადგება. ამგვარია ბუნების კანონი. და როდესაც ეს დრო ამოიწურება, ეს წარმავალი გამოვლინება განადგურდება სრულყოფილის, უზენაესი სრულყოფილის სრულყოფილი გეგმის მიხედვით. თქვენი დრო რომ ამოწურება, მორჩა, სერ, ამ სხეულში. ვერავინ შეძლებს შეჩერებას. იმდენად ძლიერია მოწყობა. თქვენ ვერ იტყვით, „მადროვეთ დარჩენა.“ ფაქტიურად ასე ხდება. ინდოეთში როცა ვიყავი, ალლაჰაბადში, ერთი ჩვენი, ცნობილი მეგობარი, ის ძალიან მდიდარი კაცი იყო. ხოდა, ის კვდებოდა. და ექიმს სთხოვდა, „ოთხ წელს მაინც ვერ შემინარჩუნებთ ცხოვრებას? მე რაღაც გეგმები მაქვს, იცით. ისინი ვერ დავასრულე.“ ხედავთ. ააშაა-პააშა-შატაირ ბადდჰააჰა (ბგ 16.12). ეს დემონურია. ყველა ფიქრობს, რომ „ოჰ, მე ეს უნდა გავაკეთო. მე ის უნდა გავაკეთო.“ არა. ექიმი ან ექიმის მამა ან მისი მამა, ვერც ერთი მეცნიერი ვერ შეაჩერებს. „არა, არა, სერ. არანაირი ოთხი წელი. ოთხი წუთიც კი არა. თქვენ ახლავე უნდა წახვიდეთ.“ ასეთია კანონი. ამრიგად, სანამ ეს მომენტი დადგება, ძალიან უნდა ვესწრაფოთ კრიშნას ცნობიერების რეალიზებას. ტუურნამ იატეტა (შბ 11.9.29). ტუურნამ ნიშნავს ძალიან სწრაფად, ძალიან ჩქარა უნდა შევიცნოთ კრიშნას ცნობიერება. ანუ... შემდეგ, სანამ სიკვდილი, შემდეგი გარდაცვალება მოგვიახლოვდება, თქვენი საქმე უნდა დაასრულოთ. ესაა ინტელექტი. სხვაგვარად დამარცხდებით. დიდი მადლობა.