KA/Prabhupada 0004 - ნუ მიენდობით რაიმე სისულელეს
Lecture on BG 10.2-3 -- New York, January 1, 1967
პროცესი ასეთია... ესეც ბჰაგავად-გიტაშია ნახსენები. ტად ვიდდჰი პრანიპაატენა პარიპრაშნენა სევაიაა (ბგ 4.34). თუ ტრანსცენდენტული მეცნიერების გაგება გსურს, ამ პრინციპს უნდა მიჰყვე. რა არის ეს? ტად ვიდდჰი პრანიპაატენა. უნდა მიენდო. იგივეა: ნამანტა ევა-ს მსგავსად. თუ არ გახდები მიმნდობი, მორჩილი სული ვერ იქნები. და სად? პრანიპაატა. სადაც იპოვი პიროვნებას, ვინც „ის არის... ეს არის პიროვნება, რომელსაც შემიძია მივენდო“? ეს ნიშნავს, რომ პატარა შემოწმება უნდა ჩავატაროთ, თუ სად მივენდოთ. ამდენი ცოდნა კი უნდა გვქონდეს. ნებისმიერ სისულელეს ნუ მიენდობით. უნდა... და როგორ უნდა დავადგინოთ ეს გონიერება თუ სისულელე? ესეც ნახსენებია შასტრებში. ეს ნახსენებია კათხა უპანიშადში. ტად ვიდდჰი პრანიპაატენა პარი... (ბგ 4.34). კათხა უპანიშადში ნათქვამია, რომ ტად-ვიჯნაანაარტჰამ სა გურუმ ევააბჰიგაჩჰეტ შროტრიიამ ბრაჰმა-ნიშტჰამ [მუ 1.2.12]. ეს შროტრიიამ ნიშნავს, მას ვინც მოსწავლეობრივი თანმიმდევრობით მოდის და სადაა იმის დასტური, რომ ის მოწაფეობრივი თანმიმდევრობით მოვიდა? ბრაჰმა-ნიშტჰამ. ბრაჰმა-ნიშტჰამ ნიშნავს ის მთლიანად არის დარწმუნებული უზენაეს აბსოლუტურ ჭეშმარიტებაში. ამრიგად, აქ უნდა მიენდო. პრანიპაატა. პრანიპაატა ნიშნავს პრაკრიშტა-რუუპენა ნიპაატამ, უკანმოუხედავად. თუ ამგვარ პიროვნებას იპოვი, მას მიენდე. პრანიპაატა. და ეცადე, ემსახურო მას, ეცადე ასიამოვნო, და კითხვები დაუსვი. ყველაფერი გამოაშკარავდება. ამგვარი ავტორიტეტული ადამიანი უნდა იპოვო და მას მიენდო. მასზე მინდობა, ღმერთზე მინდობას ნიშნავს, რადგან ის ღმერთის წარმომადგენელია. მაგრამ, შენ უფლება გაქვს, კითხვები დაუსვა, დროის გასაყვანად კი არა, გასაგებად. ამას ქვია პარიპრაშნა. ამგვარია პროცესები. ყველაფერია აქ მოცემული. ჩვენგან მხოლოდ ამის მიღება მოითხოვება. მაგრამ ჩვენ არ გვინდა პროცესის მიღება და უბრალოდ დროს ვკარგავთ ინტოქსიკაციაში და სპეკულირებაში, უაზრო საქმიანობაში, ოჰ, ეს შეუძლებელია. თქვენ ვერასოდეს შეიტყობთ, რა არის ღმერთი. რადგან, ღმერთის გაგება შეუძლებელია თავად ნახევარღმერთებისთვისაც და დიადი ბრძენებისთვისაც. რას წარმოადგენს ჩვენი უსუსური მცდელობები? ამრიგად, ამგვარი პროცესებია. და თუ მათ მიყვები, ასამმუუდჰაჰ, ასამმუუდჰაჰ, თუ პრინციპებს მისდევ და ნელა, მაგრამ დარწმუნებით, ასამმუუდჰაჰ, უეჭველად, თუ გააკეთებ.... ასეთია... პრატიაკშაავაგამამ დჰარმიამ. თუ მიყვებით, თავად მიხვდებით, „დიახ, მე რაღაცას ვხვდები.“ ისე კი არ არის, რომ შენ დაბრმავებული ხარ, ბრმად მიყვები. პრინციპებს როდესაც მიყვები, შენ გაიგებ. როგორც კალორიული საკვების მიღებისას შენ გრძნობ ძალას და შიმშილის დაოკებას. არავის კითხვა არ გჭირდება. შენით გრძნობ. მსგავსად, თუ სწორ გზას დაადგები და თუ პრინციპებს მისდევ, შენ მიხვდები, „დიახ, მე წინ მივიწევ.“ პრატიაკშა... მეცხრე თავში მან გვითხრა პრატიაკშაავაგამამ დჰარმიამ სუსუკჰამ. და ეს ძალიან ადვილია. და ამის გაკეთება მხიარული განწყობით შეიძლება. და რა არის პროცესი? ჩვენ ვმღერით ჰარე კრიშნას და მივირთმევთ კრიშნა-პრასადს და ვსწავლობთ ბჰაგავად-გიტას ფილოსოფიას, ვისმენთ სასიამოვნო მუსიკალურ ჰანგებს. განა ეს ძნელია? განა ეს ძალიან ძნელია? სულაც არა. ამრიგად, პროცესის წყალობით ასამმუუდჰაჰა გახდებით. ვერავინ მოგატყუებთ. მაგრამ, თუ გინდათ, მოტყუებული იყოთ, უამრავი მატყუარა არსებობს. ამიტომ, ნუ გახდებით მატყუარა და მოტყუებული საზოგადოება. მიჰყევით პარამპარას სისტემას, როგორც ეს ვედური ლიტერატურაშია რეკომენდებული, როგორც ეს კრიშნას მიერ არის რეკომენდებული. ეცადეთ ეს ავტორიტეტული წყაროდან შეიტყოთ და ეცადეთ ცხოვრებაში გაატაროთ. მაშინ ასამმუუდჰაჰა სა მარტიეშუ. მარტიეშუ ნიშნავს... მარტია ნიშნავს მათ, ვისაც სიკვდილი ეხება. ვინ არიან? განპირობებული სულები, ბრაჰმადან დაწყებული უმნიშვნელო ჭიანჭველით დამთავრებული, ყველა არის მარტია. მარტია ნიშნავს, რომ მოვა დრო, როდესაც ისინი მოკვდებიან. ამრიგად მარტიეშუ. სასიკვდილოდ განწირულ მოკვდავთა შორის ის ყველაზე გონიერი ხდება. ასამმუუდჰაჰა სა მარტიეშუ. რატომ? სარვა-პააპაიჰა პრამუჩიატე. იგი თავისუფალია ნებისმიერი ცოდვილი ქმედების რეაქციისგან. ამ ქვეყნად, ამ მატერიალურ სამყაროში, მინდა ვთქვა, ცნობიერად თუ გაუაზრებლად, ჩვენ ყველა ყოველთვის ცოდვილი საქმიანობით ვართ დაკავებული. ამრიგად, ამ რეაქციას თავი უნდა დავაღწიოთ. და როგორ დავაღწიოთ თავი? ესეც მოცემულია ბჰაგავად-გიტაში. იაჯნაარტჰაატ კარმანო 'ნიატრა ლოკო 'იამ კარმა-ბანდჰანაჰა (ბგ 3.9). თუ მხოლოდ კრიშნასთვის იმოქმედებ... იაჯნა ნიშნავს ვიშნუს ან კრიშნას. თუ მხოლოდ კრიშნასთვის იმოქმედებთ, მაშინ ნებისმიერი რეაქციისგან თავისუფალი იქნები. შუბჰააშუბჰა-პჰალიაჰა. ჩვენ ან ხელსაყრელი ან არახელსაყრელი საქმიანობით ვართ დაკავებულები. მაგრამ, ვინც კრიშნას ცნობიერებაშია და ამრიგად მოქმედებს, მას არაფერი ესაქმება ხელსაყრელობასა და არახელსაყრელობასთან რადგან ის კავშირშია ყველაზე ხელსაყრელთან, კრიშნასთან. და შესაბამისად სარვა-პააპაიჰა პრამუჩიატე. იგი თავისუფლდება ნებისმიერი ცოდვილი ქმედების შედეგებისგან. ასეთია პროცესი. და თუ ამ პროცესს მივიღებთ, ჩვენ შევძლებთ უშუალოდ კრიშნასთან დაკავშირებას და ჩვენი ცხოვრება წარმატებული გახდება. პროცესი ძალიან ადვილია, და ჩვენ შეგვიძლია, ყველას შეუძლია მისი მიღება. დიდი მადლობა.