KA/Prabhupada 0022 - კრიშნას არ შია

Revision as of 09:21, 22 January 2016 by Ketie (talk | contribs) (Created page with "<!-- BEGIN CATEGORY LIST --> Category:1080 Georgian Pages with Videos Category:Prabhupada 0022 - in all Languages Category:KA-Quotes - 1974 Category:KA-Quotes -...")
(diff) ← Older revision | Latest revision (diff) | Newer revision → (diff)


Invalid source, must be from amazon or causelessmery.com

Lecture on SB 1.8.18 -- Chicago, July 4, 1974

კრიშნა ამბობს, „ჩემი ერთგული, სიყვარულით,“ იო მე ბჰაკტიაა პრაიაჩჩჰატი. კრიშნას არ შია. კრიშნა იმირომ კი არ მოდის თქვენგან შეთავაზების მისაღებად, რომ მას შია. არა. მას არ შია. ის თვითკმარია, და სულიერ სამყაროში მას ემსახურებიან, ლაკშმიი-საჰასრა-შატა-სამბჰრამა-სევიამაანამ, მას ემსახურება ასობით და ათასობით კეთილდღეობის ქალღმერთი. მაგრამ კრიშნა იმდენად კეთილია, რადგან თუ თქვენ კრიშნას სერიოზული მოყვარე ხართ, ის აქ არის თქვენი პატრამ პუშპამ-ის მისაღებად. თუნდაც უღარიბესთა შორის ყველაზე ღარიბი იყოთ, ის მიიღებს იმას, რის შეგროვებასაც მოახერხებთ პატარა ფოთოლს, ცოტაოდენ წყალს, პატარა ყვავილს. მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ნებისმიერს შეიძლია რაღაცის კრიშნასთვის გადადება და შეთავაზება. „კრიშნა, მე არაფერი მაქვს შენთვის შემოსათავაზებლად, მე ძალიან ღარიბი ვარ. გთხოვ, მიიღე ეს.“ კრიშნა მიიღებს. კრიშნა ამბობს, ტად აჰამ აშნაამი, „მე ვჭამ.“ ამრიგად, მთავარია ბჰაკტი, სინაზე, სიყვარული.

ამგვარად, აქ არის ნათქვამი ალაკშიამ. კრიშნა უჩინარია, ღმერთი უჩინარია, მაგრამ ის იმდენად კეთილია, რომ ის გვევლინება, ხილული ხდება ჩვენი მატერიალური თვალებისთვის. კრიშნა უხილავია ამ მატერიალურ სამყაროში, მატერიალური თვალებისთვის. როგორც კრიშნას განუყოფელი ნაწილები. ჩვენ ვართ კრიშნას განუყოფელი ნაწილები, ყველა ცოცხალი არსება, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ვერ ვხედავთ. თვენ მე ვერ მხედავთ, მე თქვენ ვერ გხედავთ. „არა, მე გხედავ.“ რას ხედავ? ხედავ ჩემს მატერიალურ სხეულს. მაშინ, როდესაც სული ტოვებს სხეულს, რატომ ტირი „ჩემი მამა აღარ არის?“ რატომ აღარ არის მამა? მამა აქ წევს. მაშ რა დაინახე? შენ მამაშენის მკვდარი სხეული დაინახე და არა მამაშენი. მაშ, თუ ვერ ხედავ კრიშნას ნაწილაკს, სულს, როგორ დაინახავ კრიშნას? ამიტომაც შასტრა გვეუბნება, ატაჰა შრიი-კრიშნა-ნაამაადი ნა ბჰავედ გრააჰიამ ინდრიიაიჰა (ჩჩ მადჰია 17.136). ამ დაჩლუნგებულ მატერიალურ თვალებს, მათ არ შეუძლიათ კრიშნას დანახვა, ან არ შეუძლიათ კრიშნას სახელის გაგონება, ნაამაადი. ნაამა ნიშნავს სახელს. ნაამა ნიშნავს სახელს, ფორმას, თვისებას, თამაშს. ამ რაღაცეების გაგება შეუძლებელია თქვენი მატერიალური დაჩლუნგებული თვალებით ან გრძნობებით. მაგრამ, თუ გაიწმინდება, სევონმუკჰე ჰი ჯიჰვაადაუ, თუ ერთგული მსახურების პროცესის მეშვეობით გაიწმინდება, თქვენ შეძლებთ კრიშნას მუდამ და ყველგან დანახვას. მაგარმ, უბრალო ადამიანისთვის, ალაკშიამ: უხილავია. კრიშნა ყველგანაა, ღმერთი ყველგანაა, ანდაანტარა-სტჰა-პრამაანუ-ჩაიაანტარა-სტჰამ. ამრიგად, ალაკშიამ სარვა-ბჰუუტაანაამ. თუმცა კრიშნა გარეთაც და შიგნით, ორივეგან, იმყოფება, ჩვენ მაინც ვერ ვხედავთ კრიშნას, თუ არ გვაქვს კრიშნას დასანახი თვალები.

ამრიგად, კრიშნას ცნობიერების ეს მოძრაობა მოწოდებულია გაგვიხილოს თვალები, როგორ უნდა დავინახოთ კრიშნა, და თუ თქვენ კრიშნას ხედავთ, ანტარ ბაჰიჰ, მაშინ თქვენი ცხოვრება წარმატებულია. ამიტომ, შასტრა გვეუბნება, რომ ანტარ ბაჰირ.

ანტარ ბაჰირ იადი ჰარის ტაპასაა ტატაჰა კიმ ნაანტარ ბაჰირ იადი ჰარის ტაპასაა ტატაჰა კიმ

ყველა ცდილობს, სრულყოფილი გახდეს, მაგრამ სრულყოფილება ნიშნავს როდესაც შეგიძლია კრიშნას შინგნით და გარეთ დანახვა. ეს არის სრულყოფილება.