KA/Prabhupada 0028 - ბუდდა ღმერთია

Revision as of 16:10, 25 January 2016 by Ketie (talk | contribs) (Created page with "<!-- BEGIN CATEGORY LIST --> Category:1080 Georgian Pages with Videos Category:Prabhupada 0028 - in all Languages Category:KA-Quotes - 1970 Category:KA-Quotes -...")
(diff) ← Older revision | Latest revision (diff) | Newer revision → (diff)


Invalid source, must be from amazon or causelessmery.com

Lecture on Sri Isopanisad, Mantra 1 -- Los Angeles, May 3, 1970

გარგამუნი: (კითხულობს:) „ასევე არასწორია, ჩათვალო, რომ უბრალოდ ვეგეტარიანელობით შეგიძლია თავი გადაირჩინო ბუნების გადამთელავ კანონებისგან. ბოსტნეულსაც გააჩნია სიცოცხლე. ერთის სიცოცხლე მეორე ცოცხალი არსების საკვებად არის განსაზღვრული, და ეს ბუნების კანონია. მკაცრი ვეგეტარიანელობით არ უნდა ვიამაყოთ. მნიშვნელოვანი ისაა, რომ უზენაესი უფალი ვაღიაროთ. ცხოველებს არ აქვთ განვითარებული ცნობიერება, რომ შეიცნონ უფალი, მაგრამ ადამიანებს...“

პრაბჰუპადა: ეს არის ძირითადი საკითხი. იმის მსგავსად, რომ არსებობენ ბუდისტები, ისინიც ვეგეტარიანელები არიან. ბუდისტური პრინციპის თანახმად... დღესდღეობით ყველაფერი გაუარესდა, მაგრამ უფალი ბუდას პროპაგანდა იმაზე იყო მიმართული, რომ ეს თაღლითები ცხოველების კვლისგან მაინც შეეჩერებინა. აჰიმსაა პარამო დჰარმა. უფალი ბუდას გამოჩენა აღწერილია შრიმად-ბჰაგავატამში და ბევრ სხვა ვედურ ლიტერატურაში. სურა-დვიშაამ. ის დემონების მოსატყუებლად მოგვევლინა. დემონების... მან ისეთი პოლიტიკა შეიმუშავა, რომ დემონები მოტყუვდნენ. როგორ მოატყუა? დემონები, ისინი ღმერთს ეწინააღმდეგებიან. მათ არ სჯერათ ღმერთის. ამიტომ, უფალი ბუდა ქადაგებდა, „დიახ, ღმერთი არ არსებობს. მაგრამ მე რასაც ვიტყვი, იმას უნდა მიჰყვეთ.“ „დიახ, სერ.“ მაგრამ ის ღმერთია. ეს მოტყუებაა. დიახ. მათ არ სჯერათ ღმერთის, მაგრამ მათ სჯერათ ბუდდასი, და ბუდდა ღმერთია. კეშავა-დჰრიტა-ბუდდჰა-შარიირა ჯაია ჯაგადიიშა ჰარე. ამრიგად, ამაშია განსხვავება დემონსა და ერთგულს შორის. ერთგული ხედავს, თუ როგორ ატყუებს კრიშნა, კეშავა, ამ თაღლითებს. ერთგულს შეუძლია ამის გაგება. მაგრამ დემონები, ისინი ფიქრობენ, „ოჰ, ჩვენ მშვენიერი წინამძღოლი გვყავს. მას ღმერთის არ სწამს.“ (სიცილი) ხედავთ? სამმოჰააია სურა-დვიშაამ (შბ 1.3.24). ზუსტი სიტყვა სანსკრიტზე შრიმად-ბჰაგავატამშია მოცემული. თქვენ ეს ნახეთ, ვინც წაიკითხა: სამმოჰააია, სურა-დვიშაამ საგონებელში ჩასაგდებად. სურა-დვიშამ ნიშნავს პირებს, ვისაც ვაიშნავების შურს. ათეისტთა კლასი, დემონები, მათ ყოველთვის შურთ ერთგულების. ეს ბუნების კანონია. ხედავთ მამას. მამა საკუთარი ხუთი წლის ვაჟის მტერი გახდა. რა იყო მისი დანაშაული? ის ერთგული იყო. სულ ესაა. უმანკო ბიჭი. ის უბრალოდ იყო, მინდა ვთქვა, ჰარე კრიშნა მანტრის სიმღერით მოხიბლული. თავად მამა, ის შეუპოვარი მტერი გახდა: „მოკალით ეს ბიჭი.“ ამრიგად, თუ მამას შეუძლია მტერი გახდეს, სხვებზე რაღა ვილაპარაკოთ. ამიტომ, მზად უნდა იყო, როგორც კი ერთგული გახდები, მთელი მსოფლიო შენი მტერი გახდება. სულ ეს არის. მაგარმ მათ უნდა გაუმკლავდეთ, რაგდან ღმერთის დანიშნული მსახურები ხართ. თქვენი მისიაა მათი განათლება. ამრიგად ვერ იქნებით. როგორც უფალი ნიტიაანანდა, ის დაასახიჩრეს, მაგრამ მან მაინც გაათავისუფლა ჯაგააი-მადჰააი. ეს უნდა იქცეს თქვენს პრინციპად. ზოგჯერ უნდა მოვიტყუოთ, ზოგჯერ დავსახიჩრდეთ - ამდენი რამ. ერთადერთი გეგმა ისაა, თუ როგორ გახდება ხალხი კრიშნას ცნობიერი. ეს არის ჩვენი მისია. რაღაც გზით ეს თაღლითები უნდა მოვაქციოთ კრიშნას ცნობიერებაში, ან ამ ან იმ გზით.