KA/700622b ლექცია - შრილა პრაბჰუპადასეული ნექტარის წვეთი, ლოს-ანჯელესი

Revision as of 00:05, 1 December 2020 by Vanibot (talk | contribs) (Vanibot #0025: NectarDropsConnector - update old navigation bars (prev/next) to reflect new neighboring items)
(diff) ← Older revision | Latest revision (diff) | Newer revision → (diff)
KA/Georgian - შრილა პრაბჰუპადასეული ნექტარის წვეთი
„ჰრიშიკენა-ჰრიშიკეშა-სევანამ (ჩ.ჩ. მადჰია 19.170). გრძნობათა ნამდვილი მესაკუთრე კრიშნაა. ჩვენ გვაქვს ხელი, მაგრამ იგი ჩვენი არ არის. სინამდვილეში, ეს კრიშნას საკუთრებაა. იგი ყოვლისგამჭოლია. სარვატო ‘პანი პადას ტატ: ყველგანაა მისი ხელები და ფეხები. იგივეს ნახავთ „ბჰაგავად-გიტაში“ (ბ.გ. 13.14). ამიტომ ხელები და ფეხები, რაც ჩვენ მოგვეცა, კრიშნას ხელები და ფეხებია. როდესაც კრიშნას ხელებსა და ფეხებს კრიშნას სამსახურში ვიყენებთ, ეს სრულყოფილებაა. სრულქმნილებაა. თუ ჩვენ გრძნობებს... მაგალითად, ჩვენ... საკუთარ გრძნობებს პირადი კმაყოფილებისთვის ვიყენებთ, მსგავსად ამისა... სინამდვილეში, გრძნობები ჩვენ არ გვეკუთვნის; ისინი კრიშნასია“.
700622 - ლექცია ინიციაციის წინ - ლოს-ანჯელესი