„სპონტანური სიყვარული... ასეთი მაგალითია მოყვანილი: როგორც ჭაბუკი და ქალიშვილი ერთმანეთს ხვდებიან, ერთმანეთს რომც არ იცნობდნენ, სიყვარულისკენ აუძგერდებათ გული. ამას ჰქვია სპონტანურობა, თავისთავადობა. მათ არ სჭირდებათ იმის შესწავლა, თუ როგორ უყვარდეთ. დანახვაც კი მათში რაღაც სიყვარულს აღძრავს. ამას ჰქვია სპონტანურობა. როცა ჩვენ ღმერთის სიყვარულში გავიწაფებით, როცა ღმერთთან დაკავშირებული ნებისმიერი საგნის დანახვითა ნუ გახსენებით უმალვე ექსტაზი დაგვეუფლება, ამას ვუწოდებთ სპონტანურობას. მაგალითად, როდესაც უფალი ჩაიტანია ჯაგანათჰას ტაძარში შედიოდა, როგორც კი ჯაგანათჰას იხილავდა, მაშინვე მისდიოდა გული, აი, ჩემი უფალიო“.
|