„აქ ნათქვამია - ვასუდევე ბჰაგავატი ბჰაქტი-იოგაჰ პრაიოჯიტაჰ (შ.ბ. 1.2.7). ყველა რელიგიური პრინციპი ერთბაშად სრულდება, თუ სიყვარულს კრიშნასკენ მიმართავ. ვასუდევე ბჰაგავატი ბჰაქტი-იოგაჰ. ბჰაქტი-იოგაჰ ნიშნავს უფლისადმი ერთგულებას. თუ ეცდებით ერთგულად ემსახუროთ კრიშნას, მაშინ რელიგიის ყველა პრინციპი თავისთავად მოვა. გაიგებთ, რომ არ ხართ ეს სხეული, რომ ხართ წმინდა სული, რომ მატერიალური განცხრომა კარგს არაფერს მოგიტანთ. ჩემი ნამდვილი მოვალეობა ცხოვრებაში სულიერად ამაღლებაა. ყველაფერი ეს ნათელი გახდება, თუ უბრალოდ ერთგულად ემსახურებით კრიშნას“.
|