KA/700505b ლექცია - შრილა პრაბჰუპადასეული ნექტარის წვეთი, ლოს-ანჯელესი
KA/Georgian - შრილა პრაბჰუპადასეული ნექტარის წვეთი |
კრიშნა ასევე განმარტავს „ბჰაგავად...:
იატ კაროში იაჯ ჯუჰოში იად აშნასი იატ ტაპასიასი კურუშვა ტატ მად-არპანამ (ბ.გ. 9.27) კრიშნა... კარმები შრომობენ. მაგრამ კრიშნა ამბობს: „კეთილი, იშრომე. იატ კაროში: რასაც იქმ, რასაც იშრომებ, გააკეთე ჩემთვის და შედეგი მომეცი მე“. ეს არის კრიშნას ცნობიერება. შეგიძლიათ იშრომოთ. შეგიძლია, გქონდეს დიდი ქარხანა, იშრომო - მაგრამ შედეგი მიეცი კრიშნას. მაშინ, დიდი ქარხნის მართვა იგივე იქნება, რაც მართო, ამუშავო ტაძარი, რადგან საბოლოო მოგება ეძლევა კრიშნას. რატომ ვშრომობთ ამ ტაძარში და ვახმართ ამას საკუთარ ძალას? კრიშნასათვის. მაშასადამე, თუ მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროს კრიშნასათვის გამოვიყენებთ, სწორედ ეს არის საჭირო. ასე უნდა ვიშრომოთ. ჯიჯივიშეჩ ჩჰატამ სამაჰ (იშო 2). წინააღმდეგ შემთხვევაში, გაიხლართებით: პასუხს აგებთ საკუთარ საქციელზე, რადგან შრომის დროს, შეგნებულად თუ შეუგნებლად, მრავალ ცოდვას ჩავდივართ“. |
700505 - ლექცია "იშოპანიშადი" 03 - ლოს-ანჯელესი |