„ვიშნუდუტამ თქვა, რომ „თუმცა მას მრავალი ცოდვა აქვს ჩადენილი, თუ... თუ ერთხელ წარმოუთქვამს ნარაიანას სახელი, თავისუფლდება, მაშინვე“. ეს სიმართლეა. გადაჭარბებული არ გეგონოთ. თუ ცოდვილი როგორმე წარმოთქვამს ამ ჰარე კრიშნა მანტრას, იგი უმალვე თავისუფლდება ცოდვის ყველა შედეგისაგან. სირთულე ისაა, რომ იგი კვლავ ჩაიდენს ცოდვებს. ეს არის ნამაპარადჰა, შეურაცხყოფა. არსებობს ათი ასეთი შეურაცხყოფა. ეს ყველაზე სერიოზული შეურაცხყოფაა: ჰარე კრიშნა მანტრის გალობის შემდეგ გაიწმინდო ყველა ცოდვისაგან და კვლავ ჩაიდინო ცოდვა - ეს ყველაზე მძიმე დანაშაულია. უბრალო ადამიანის შემთხვევაში ეს შეიძლება ასე მძიმე დანაშაული არც იყოს, მაგრამ ვინც ჰარე კრიშნა მანტრას გალობს და ბოროტად სარგებლობს მანტრით - „რაკი ჰარე კრიშნა მანტრას ვიმეორებ, ცოდვაც რომ ჩავიდინო, მაინც ჩამოვირეცხავ მას, მაინც გავთავისუფლდები“. მაგრამ ამით ის შეურაცხყოფას ჩადის, ამიტომ ვერ მოიპოვებს ჰარე კრიშნა მანტრის გალობის უმაღლეს შედეგს“.
|