„ვედური წერილების მიხედვით, ღმერთი მოდის ამქვეყნად. იგი თავისი პირით ამბობს, რომ მოდის: იადა იადა ჰი დჰარმასია გლანირ ბჰავატი (ბ.გ. 4.7). როდესაც არღვევენ რელიგიის აღსრულების კანონებს, იგი მოდის ამქვეყნად. იადა იადა ჰი დჰარმასია გლანირ ბჰავატი, აბჰუტთჰანამ ადჰარმასია. და როდესაც არასწორად სრულდება რელიგიის მცნებანი, მატულობს არარელიგიურობა. ეს ბუნებრივია. როცა მთავრობა უყურადღებოა, ქურდების და მძარცველების რიცხვი იზრდება. ესეც ხომ ბუნებრივია. ხოლო თუ მთავრობა მკაცრია, მაშინ ქურდები და მძარცველები ვერ მომრავლდებიან. მაშასადამე, როდესაც კრიშნა მოდის ამქვეყნად, მას აქვს ორი ამოცანა: პარიტრანაია სადჰუნამ ვინაშაია ჩა დუშკრიტამ (ბ.გ. 4.8) - ერთგულების, მორწმუნეთა დაცვა და დემონების დახოცვა“.
|