„ერთმა ერთგულმა სთხოვა ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს: ჩემო უფალო, შენ აქ მოხვედი. გთხოვ, გაათავისუფლე ამ სამყაროს ყველა მცხოვრები. ხოლო თუ ისინი ცოდვილნი არიან, დაე, მე ავიღო ჩემ თავზე მათი ცოდვები, ოღონდ ისინი განთავისუფლდნენ. ასეთია ვაიშნავური ფილოსოფია - სხვები განთავისუფლდნენ უფლის წყალობით, მე კი ჯოჯოხეთში ამოვლპე. არა უშავს. და არა პირიქით - ჯერ მე წავალ ცაში, სხვები კი ჩარჩნენ აქ. ასე არ ფიქრობს ვაიშნავი. ვაიშნავური ფილოსოფია ნიშნავს: დაე, მე ჩავრჩე ჯოჯოხეთში, მაგრამ სხვები განთავისუფლდნენ. პატიტანამ პავანებჰიო ვაიშნავებჰიო ნამო ნამაჰ (მანგალაჩარანა 9). ვაიშნავის საქმე ყველა დაცემული სულის განთავისუფლებაა“.
|