„როდესაც კრიშნა აქ იმყოფებოდა, მისი ოჯახი მილიონობით წევრს ითვლიდა. ასეთია კრიშნა. ის ყოველთვის საოცარია. მან იქორწინა 16.108 ცოლზე, ყოველ მათგანს ათი შვილი ჰყავდა, ამ უკანასკნელს კი ათ-ათი შვილი. ამგვარად, იადუ-კულა ძალიან დიდი ოჯახი იყო. ისინი ბოლოს განადგურდნენ. ორი რამ შეიძლება ითქვას იმაზე, თუ როგორ განადგურდა იადუ-კულა კრიშნას გეგმის მიხედვით. პირველი: თუ ისინი იცხოვრებდნენ, მაშინ იგივე მცდარი აზრის მსგავსად, თითქოს ბრაჰმანი ბრაჰმანის ოჯახში უნდა დაიბადოს, ისინიც იფიქრებდნენ: ჩვენ ღმერთები ვართ, რადგან ღმერთის, კრიშნას, ოჯახში დავიბადეთ“.
|