„კრიშნა შავი ფერისაა და ჩვენ თაყვანს ვცემთ მას. (იცინიან). გინახავთ ჩვენი ღვთაება ტაძარში? დიახ, კრიშნა თქვენი ჯგუფიდანაა. (პრაბჰუპადა იცინის). თეთრი და შავი არ არის სადავო. კრიშნას ცნობიერება ეკუთვნის კანის ფერზე მაღალ დონეს - სულს. შავი, თეთრი თუ ყვითელი - რა მნიშვნელობა აქვს. დეჰინო ‘სმინ იათჰა დეჰე (ბ.გ. 2.13). ეს არის განათლების პირველი საფეხური, როცა განვიხილავთ არა სხეულს, არამედ მასში მყოფ მაცოცხლებელ ძალას. ძალიან მნიშვნელოვანია ეს; კარგად უნდა გავიაზროთ ეს. ჩვენ ამ საფეხურის შესახებ ვსაუბრობთ. ამიტომ ზოგჯერ სირთულეებს ვაწყდებით, რადგან ხალხი ძალიან გატაცებულია სიცოცხლეზე სხეულისეული ფიქრით. მაგრამ ჩვენი ფილოსოფია იწყება იმ საფეხურიდან, სადაც სიცოცხლეზე სხეულისეული შეხედულება აღარ არსებობს“.
|