KA/Prabhupada 0003 - კაციც ქალია



Lecture on SB 6.1.64-65 -- Vrndavana, September 1, 1975

tām eva toṣayām āsa
pitṛyeṇārthena yāvatā
grāmyair manoramaiḥ kāmaiḥ
prasīdeta yathā tathā
(შბ 6.1.64)

ტაამ ევა ტოშაიაამ აასა პიტრიენაარტჰენა იაავატაა გრაამიაირ მანორამაიჰა კაამაიჰა პრასიიდეტა იატჰაა ტატჰაა

ამრიგად, ქალის დანახვის შემდეგ ის სულ მედიტირებდა, ოცდაოთხი საათის განმავლობაში, ამ საკითხზე, ვნებიან სურვილებზე. კაამაის ტაის ტაირ ჰრიტა-ჯნაანააჰა (ბგ 7.20). როდესაც ვინმეს ვნება ეუფლება, იგი ჭკუას სულ კარგავს. მთელი მსოფლიო ამ ვებიანი სურვილებით მოქმედებს. ასეთია მატერიალური სამყარო. და, რადგან მე ვარ ვნებით შებყრობილი, შენც ვნებით იქნები შებყრობილი, ყველა ჩვენგანი, და როგორც კი ჩემი სურვილები არ შესრულდება, შენი სურვილები არ შესრულდება, მე შენი მტერი ვხდები, შენ ჩემი მტერი ხდები. ვერ ვხედავ, რომ კარგად მიიწევდე წინ. შენ ვერ ხედავ ჩემს კარგ განვითარებას. ეს არის მატერიალური სამყარო, შურიანი, ვნებიანი სურვილებით, კაამა, კროდჰა, ლობჰა, მოჰა, მაატსარია. ასეთია ამ მატერიალური სამყაროს საფუძველი.

ამრიგად, ის გახდა... სწავლება იმაში მდგომარეობდა, რომ ის სწავლობდა ბრაჰმანი როგორ უნდა გამხდარიყო, შამო, დამა, მაგრამ წინსვლა შეჩერდა, რადგან ქალთან მიჯაჭვულობა გაჩნდა. შესაბამისად, ვედური ცივილიზაციის თანახმად, ქალი სულიერი წინსვლის დაბრკოლებად ითვლება. მთელი საწყისი ცივილიზაცია იმის შესახებაა, თუ როგორ აარიდო თავი... ქალს... მხოლოდ, არ უნდა იფიქრო, რომ მხოლოდ ქალია ქალი. კაციც ქალია. არ იფიქრო, რომ ქალია გაკიცხული; კაცი კი არა. ქალი ნიშნავს მას, ვისით ტკბებიან, ხოლო კაცი ნიშნავს მტკბობელს. ამრიგად ეს გრძნობა, ეს გრძნობაა გაკიცხული. თუ მე ქალს, როგორც დატკბობის საგანს ვუყურებ, ესე იგი მე კაცი ვარ. და თუ ქალი სხვა კაცს დატკბობის საგნად აღიქვამს, ისიც (ქალი) კაცია. ქალი ნიშნავს, ვისითაც ტკბებიან, ხოლო კაცი ნიშნავს მტკბობელს. ამრიგად, ვინც კი დატკბობის გრძნობით არის შეპყრობილი, ის კაცად მიიჩნევა. ამრიგად, აქ ორივე სქესი იგულისხმება... ყველა გეგმავს, „როგორ უნდა დავტკბე?“ ამიტომ, ის პურუშაა, ხელოვნურად. სხვაგვარად, წარმოშობით, ჩვენ ყველა ვართ პრაკრიტი, ჯივა, ან ქალი ან კაცი. ეს გარე სამოსია.