KA/Prabhupada 0006 - ყველა ღმერთია - სულელთა სამოთხე



Lecture on SB 1.15.49 -- Los Angeles, December 26, 1973

ყველა დარწმუნებულია, რომ „მე ვიცი. მე ყველაფერი ვიცი. ამიტომ, გურუსთან მისვლის არანაერი საჭიროება არ მაქვს.“ გურუსთან, სულიერ მოძღვართან მისვლის მეთოდი ასეთია: უნდა მიენდო, რაც ნიშნავს „მე იმდენი ნაგავი ვიცი, რაც უსარგებლოა. გთხოვთ, მასწავლეთ.“ ამას ქვია მინდობა. როგრც არჯუნამ თქვა, შიშიას ტე 'ჰამ შადჰი მაამ პრაპანნამ (ბგ 2.7). როდესაც არჯუნას და კრიშნას შორის დავა წარმოიქმნა და საკითხი ვერ გადაიჭრა, არჯუნა მიენდო კრიშნას, „ჩემო ძვირფასო კრიშნა, ახლა ჩვენ მეგობრებივით ვსაუბრობთ. გვეყო მეგობრული საუბარი. მე შენ ჩემს სულიერ მოძღვრად გაღიარებ. გთხოვ, მასწავლე რას წარმოადგენს ჩემი მოვალეობა.“ ეს არის ბჰაგავად-გიტა.

ამრიგად, სწავლა გვმართებს. ტად-ვიჯნაანაარტჰამ სა გურუმ ევა აბჰიგაჩჰეტ [მუ 1.2.12]. ამგვარია ვედური მითითებები, თუ რას წარმოადგენს სიცოცხლის ღირებულება? როგორ იცვლება იგი? როგორ გადავდივართ ერთი სხეულიდან მეორეში? რა ვარ მე? მე ეს სხეული ვარ, თუ მის იქით რაიმე? ამასთან დაკავშირებით კითხვები უნდა დავსვათ. ამგვარია ადიამიანის ცხოვრება. ატჰაატო ბრაჰმა ჯიჯნაასაა. კითხვა უნდა დაისვას. ამრიგად, კალი-იუგაში, ცოდნის გარეშე, კითხვის გარეშე, გურუს გარეშე, წიგნის გარეშე, ყველა ღმერთია. სულ ეს არის. ამგვარად გრძელდება, სულელების სამოთხე. ამრიგად, ეს ვერ გვიშველის. ახლა, ვიდურას შესახებ... ისიც...

viduro 'pi parityajya
prabhāse deham ātmanaḥ
kṛṣṇāveśena tac-cittaḥ
pitṛbhiḥ sva-kṣayaṁ yayau
(შბ 1.15.49)

ვიდურო 'პი პარიტიაჯია პრაბჰაასე დეჰამ აატმანაჰა კრიშნაავეშენა ტაჩ-ჩიტტაჰა პიტრიბჰიჰ სვა-კშაიამ იაიაუ

ჰე... მე ვიდურას შესახებ ვსაუბრობდი. ვიდურა იყო იამარააჯა. და წმინდა პიროვნება მიიყვანეს იამარაჯასთან დასასჯელად. და როდესაც წმინდა პიროვნებამ ჰკითხა იამარაჯას, „მე... მე არ მახსოვს, რომ ცხოვრებაში რაიმე ცოდვა ჩამედინოს. აქ რატომ მომიყვანეს განსასჯელად?“ იამარაჯმა უპასუხა „შენ არ გახსოვს. ბავშვობაში ერთ ჭიანჭველას უკანატანში ნემსი გაურჭე და ის მოკვდა. მაშასადამე, უნდა დაისაჯო.“ ხედავთ. ბავშვობაში, უმეცრებაში, მან ცოდვა რომ ჩაიდინა, უნდა დაისაჯოს. და ჩვენ, საკუთარი ნებით, რელიგიური პრინციპის „არა კაცთ კლა,“ საწინააღმდეგოდ, იმდენი სასაკლაო გავხსენით, უაზრო თეორიას ვავრცელებთ, თითქოს ცხოველს სული არ გააჩნდეს. შეხედეთ, როგორ ხალისია. და ასე გრძელდება. და ჩვენ გვინდა, რომ მშვიდობა სუფევდეს.