KA/Prabhupada 0019 - რასაც მოისმენ, სხვებს უნდა მოუყვე



Jagannatha Deities Installation Srimad-Bhagavatam 1.2.13-14 -- San Francisco, March 23, 1967

დავუშვათ, ჩემი გაცნობა ან ჩემს შესახებ რამეს გაგება გსურთ, შეგიძლიათ მეგობრებს კითხოთ, „ოჰ, როგორ არის სვამიჯი?“ მან შეიძლება რაღაც გიპასუხოთ; სხვამ შეიძლება, სხვა რაღაც. მაგრამ თუ მე პირადად აგიხსენი, „ასეთია ჩემი პოზიცია. მე ეს ვარ,“ ეს იქნება სრულყოფილი. ეს სრულყოფილია. ამრიგად, თუ გინდათ, იცნობდეთ ღმრთეების უზენაეს პიროვნებას, სპეკულირებას ვერ მიყვებით, ვერც მედიტაციას. ეს შეუძლებელია, რადგან თქვენი გრძნობები არასრულყოფილია. აბა, რა გზაა? უბრალოდ, უსმინეთ მას. ის კეთილმოსურნედ მოგვევლინა ბჰაგავად-გიტას მოსათხრობად. შროტავყაჰა: „უბრალოდ ეცადე, მოისმინო.“ შროტავიაჰა და კიირტავიაშ ჩა (შბ 2.1.5). თუ უბრალოდ ისმენთ და ისმენთ კრიშნას ცნობიერების კლასში, და გარეთ გადიხართ და გავიწყდებათ, ოჰ, ასე არ ივარგებს. ეს არ გაგაუმჯობესებთ. მაშ რა? კიირტიტავიაშ ჩა: „რასაც მოისმენთ, სხვებს უნდა მოუყვეთ.“ ამაშია სრულყოფა. ამიტომაც დავაარსეთ უკან ღმერთისკენ. სტუდენტებს აქვთ უფლება, რასაც მოისმენენ, უნდა დაფიქრდნენ და დაწერონ. კიირტიტავიშ ჩა. არა მხოლოდ მოსმენა. „ოჰ, მე მილიონობით წელია ვისმენ; მაინც, ვერ გამიგია.“ - იმიტომ რომ არ მღერიხარ, არ იმეორებ იმას, რაც მოისმინე. უნდა გაიმეორო. კიირტიტავიაშ ჩა. შროტავიაჰა კიირტიტავიაშ ჩა დჰიეიაჰა. და როგორ დაწერ ან ისაუბრებ, თუ მასზე არ იფიქრე? შენ ისმენ კრიშნას შესახებ; უნდა იფიქრო, მერე შეგიძლია ილაპარაკო. სხვაგვარად არა. ამრიგად, შროტავიაჰა კიირტიტავიაშ ჩა დჰიეიაჰა და პუუჯიაშ ჩა. და თაყვანი უნდა სცე. იმოტომ გვჭირდება ეს ღვთაება სათაყვანებლად. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ, ჩვენ უნდა ვუსმინოთ, ჩვენ თაყვანი უნდა ვცეთ, პუუჯიაშ ჩა... მერე, დროგამოშვებით? არა. ნიტიადაა: რეგულარულად, სისტემატურად. ნიტიადაა, ეს არის პროცესი. ამრიგად, ვინც ამ პროცესს მიიღებს, მას შეეძლება აბსოლუტური ჭეშმარიტების გაგება. ეს არის მკაფიოდ განცხადებული შრიმად-ბჰაგავატამში.