KA/Prabhupada 0027 - მათ არ იციან, რომ არსებობს მოდევნო ცხოვრება
Lecture on CC Adi-lila 7.1 -- Atlanta, March 1, 1975
ამრიგად (კითხულობს): მატერიალური ყოფიერების განპირობებულ ეტაპზე პიროვნება სასოწარკვეთილ ატმოსფეროში იმყოფება. მაგრამ განპირობებული სული, მაიას ან გარე ენერგიის ილუზიის ქვეშ, ფიქრობს, რომ ის სრულად არის დაცული თავისი ქვეყნის, საზოგადოების, მეგობრობის და სიყვარულის მიერ, არ იცის, რომ სიკვდილის დროს ეს ვერაფერი ვერ გადაარჩენს.“ ამას ქვია მაია. მაგრამ მას არ სჯერა. მაიას ილუზიის ქვეშ, მას აგრეთვე არ სჯერა იმისა, თუ რას ნიშნავს გადარჩენა. გადარჩენა. გადარჩენა ნიშნავს, გადაირჩინო თავი ამ გამეორებებისგან, დაბადებისა და გარდაცვალების ციკლისგან. ეს არის ჭეშმარიტი გადარჩენა. მაგრამ მათ არ იციან. (კითხულობს:) „მატერიალური ბუნების კანონები იმდენად მძლავრია, რომ ვერც ერთი ჩვენი მატერიალური ქონება ვერ გადაგვარჩენს სიკვდილის სასტიკი ხელებისგან.“ ეს ყველამ იცის. და ეს არის ჩვენი ნამდვილი პრობლემა. ვის არ ეშინია სიკვდილის? სიკვდილის ყველას ეშინია. რატომ? იმიტომ, რომ ნებისმიერი ცოცხალი არსება, ის არ არის განსაღზვრული სასიკვდილოდ. ის მარადიულია; შესაბამისად, დაბადება, სიკვდილი, სიბერე და ავადმყოფობა ეს რაღაცეები მისთვის შემაწუხებელია. რადგან ის მარადიული, ის არ იბადება, ნა ჯააიატე, და ვინც არ იბადება, მას აგრეთვე სიკვდილიც არ გააჩნია, მრიიატე კადააჩიტ (ბგ 2.20). ამგვარია ჩვენი ჭეშმარიტი მდგომარეობა. შესაბამისად, ჩვენ სიკვდილის გვეშინია. ეს ჩვენი ბუნებრივი მიდრეკილებაა. ამრიგად, სიკვდილისგან თავის გადასარჩენად... ეს არის კაცობრიობის უმთავრესი საქმე. ჩვენ კრიშნას ცნობიერებას მხოლოდ ამ მიზნით ვასწავლით. ეს ყველას მიზანი უნდა იყოს. ამგვარია შასტრების მითითება.
ისინი, ვინც მცველები არიან... მთავრობა, მამა, მასწავლებელი, ისინი ბავშვების დამცველები არიან. მათ ეს უნდა იცოდნენ, როგორ უნდა უზრუნველყონ დაცვა მსოფლიოს... ნა მოჩაიედ იაჰა სამუპეტა მრიტიამ (შბ 5.5.18). ხოდა, სად არის ეს ფილოსოფია მთელს მსოფლიოში? ამგვარი ფილოსოფია არ არსებობს. ეს ასრის მხოლოდ, კრიშნას ცნობიერების მოძრაობა, რომელიც ამ ფილოსოფიას წინა პლანზე წევს, ახირებით კი არა, არამედ ავტორიტეტულ შასტრებზე, ვედურ ლიტერატურაზე, ავტორიტეტებზე დაყრდნობით. ამრიგად, ასეთია ჩვენი თხოვნა. ჩვენ მთელს მსოფლიოში ვხსნით სხვადასხვა ცენტრებს მთელი საზოგადოების საკეთილდღეოდ, რადგან მათ არ იციან ცხოვრების მიზანი, მათ არი იციან, რომ გარდაცვალების შემდეგ არსებობს შემდეგი ცხოვრება. ეს ამბები მათ არ იციან. შემდეგი ცხოვრება უეჭველად არსებობს, და თქვენ შეგიძლიათ, ამ ცხოვრებაში მომდევნო ცხოვრება მოამზადოთ. თქვენ შეგიძლიათ უკეთესი კომფორტისთვის, მატერიალური კომფორტისთვის, უფრო მაღალ პლანეტარულ სისტემაში გადასვლა. თქვენ შეგიძლიათ, დარჩეთ აქ დაცულ მდგომარეობაში.“ დაცული ნიშნავს მატერიალურ ცხოვრებას. როგორც ნათქვამია,
- yānti deva-vratā devān
- pitṟn yānti pitṛ-vratāḥ
- bhūtāni yānti bhūtejyā
- mad-yājino 'pi yānti mām
- (ბგ 9.25)
იაანტი დევა-ვრატაა დევაან პიტრნ იაანტი პიტრი-ვრატააჰა ბჰუუტაანი იაანტი ბჰუუტეჯიაა მად-იააჯინო 'პი იაანტი მაამ (ბგ 9.25).
ამრიგად, შეგიძლიათ თავი მოიმზადოთ სამოთხის პლანეტებზე უკეთესი ცხოვრებისთვის ან ამ მსოფლიოში უკეთესი ცხოვრებისათვის ან გადახვიდეთ ისეთ პლანეტებზე, სადაც მოჩვენებები და მსგავსი არამზადები ბატონობენ. ან შეგიძლიათ ისეთ პლანეტაზე წახვიდეთ, სადაც კრიშნაა. თქვენთვის ყველაფერი ღიაა. იაანტი ბჰუუტეჯიაა ბჰუუტაანი მად-იააჯინო 'პი იაანტი მაამ. უბრალოდ, თქვენი თავი უნდა მოამზადოთ. როგროც ახალგაზრდობაში იღებთ განათლებას - ზოგი ემზადება, გახდეს ინჟინერი, ზოგი მედიკოსობას აპირებს, ზოგი იურისტობას აპირებს და მრავილი სხვა პროფესიონალები - და ისინი განათლების მეშვეობით ემზადებიან, მსგავსად, თქვენ შეგიძლიათ, მოემზადოთ თქვენი მომდევნო ცხოვრებისათვის. ეს არ არის რთული გასაგებად. მაგრამ მათ არ სჯერათ მომდევნო ცხოვრების, თუმცა ეს ძალიან საღი აზრია. ფაქტიურად, მომდევნო ცხოვრება არსებობს იმიტომ, რომ კრიშნა ამბობს და მცირეოდენი გონიერებით ჩვენ ამ ფილოსოფიის გაგება შეგვიძლია, რომ არსებობს მომდევნო ცხოვრება. ამრიგად, ჩვენ გთავაზობთ, „თუ მომდევნო ცხოვრებისთვის უნდა მოემზადოთ, მაშინ, უკან სახლში, ღმერთთან დასაბრუნებლად მომზადებას რა უდგას წინ?“ ამგვარია ჩვენი წინადადება.