KA/Prabhupada 0024 - კრიშნა ძალიან კეთილია: Difference between revisions

(Created page with "<!-- BEGIN CATEGORY LIST --> Category:1080 Georgian Pages with Videos Category:Prabhupada 0024 - in all Languages Category:Ka-Quotes - 1974 Category:KA-Quotes -...")
 
(Vanibot #0023: VideoLocalizer - changed YouTube player to show hard-coded subtitles version)
 
Line 8: Line 8:
[[Category:Georgian Language]]
[[Category:Georgian Language]]
<!-- END CATEGORY LIST -->
<!-- END CATEGORY LIST -->
<!-- BEGIN NAVIGATION BAR -- DO NOT EDIT OR REMOVE -->
{{1080 videos navigation - All Languages|Georgian|KA/Prabhupada 0023 - გახდით კრიშნა ცნობიერი სანამ გარდაიცვლებით|0023|KA/Prabhupada 0025 - რასაც გულწრფელად გასცემ, ის იმოქმედებს|0025}}
<!-- END NAVIGATION BAR -->
<!-- BEGIN ORIGINAL VANIQUOTES PAGE LINK-->
<!-- BEGIN ORIGINAL VANIQUOTES PAGE LINK-->
<div class="center">
<div class="center">
Line 16: Line 19:


<!-- BEGIN VIDEO LINK -->
<!-- BEGIN VIDEO LINK -->
{{youtube_right|fQRuJEPYKe4|კრიშნა ძალიან კეთილია<br />- Prabhupāda 0024}}
{{youtube_right|dwr1xwFZgRg|კრიშნა ძალიან კეთილია<br />- Prabhupāda 0024}}
<!-- END VIDEO LINK -->
<!-- END VIDEO LINK -->


<!-- BEGIN AUDIO LINK -->
<!-- BEGIN AUDIO LINK -->
<mp3player>http://vaniquotes.org/w/images/741126SB.BOM_clip.mp3</mp3player>
<mp3player>https://s3.amazonaws.com/vanipedia/clip/741126SB.BOM_clip.mp3</mp3player>
<!-- END AUDIO LINK -->
<!-- END AUDIO LINK -->



Latest revision as of 16:47, 29 January 2021



Lecture on SB 3.25.26 -- Bombay, November 26, 1974

როდესაც არჯუნა კრიშნას პირისპირ ხვდებოდა - კრიშნა ბჰაგავად-გიტას ასწავლიდა - კრიშნას ასე ნახვა და როდესაც ბჰაგავად-გიტას სწავლობ, ეს ერთიდაიგივეა. არ არსებობს განსხვავება. ზოგი ამბობს, რომ „არჯუნა საკმაოდ იღბლიანი იყო რომ კრიშნა პირისპირ ენახა და დარიგება მიეღო.“ ეს არასწორია. კრიშნა, მისი ნახვა დაუყოვნებლივ შეიძლება, თუ, რა თქმა უნდა, მის დასანახად შესაფერისი თვალები გაქვს. შესაბამისად, ამბობენ, პრემაანჯანა-ჩჩჰურიტა... პრემა და ბჰაკტი ერთიდაიგივეა. პრემაანჯანა-ჩჩჰურიტა-ბჰაკტი-ვილოჩანენა სანტაჰა სადაივა ჰრიდაიეშუ ვილოკაიანტი (ბს 5.38). ამასთან დაკავშირებით ერთ ისტორიას მოგიყვებით, ერთი ბრაჰმანის შესახებ სამხრეთ ინდოეთში, რანგანაატჰას ტაძარში, ის ბჰაგავად-გიტას კითხულობდა. და ის გაუნათლებელი იყო. მან არც სანსკრიტი იცოდა, არც რაიმე ასო, გაუნათლებელი. ხოდა ხალხმა, სამეზობლომ, იცოდა ამის შესახებ „ეს კაცი გაუნათლებელია და ის ბჰაგავად-გიტას კითხულობს.“ ის აღებდა ბჰაგავად-გიტას, „უჰ, უჰ,“ ამგვარად იყო. ხოდა, ვიღაცა ხუმრობდა, „კარგი, ბრაჰმანა, როგორ კითხულობ ბჰაგავად-გიტას?“ მას შეეძლო გაეგო, რომ „ეს კაცი ხუმრობს, იმიტომ რომ მე გაუნათლებელი ვარ.“ და ამრიგად, იმ დღეს რანგანატჰას ტაძარში ჩაიტანია მაჰაპრაბჰუც იმყოფებოდა, და ის ხვდებოდა, რომ „აქ ერთგულია.“ ხოდა, მიუხლოვდა მას და კითხა, „ჩემო ძვირფასო ბრაჰმანა, რას კითხულობ?“ ასე რომ, მას შეეძლო მიმხვდარიყო, რომ „ეს კაცი არ ხუმრობს.“ და უპასუხა, „სერ, მე ბჰაგავად-გიტას ვკითხულობ. მე ვცდილობ წავიკითხო ბჰაგავად-გიტა, მაგრამ გაუნათლებელი ვარ. ხოდა, ჩემმა გურუ მაჰარაჯმა მითხრა, რომ 'შენ ყოველდღიურად თვრამეტი თავი უნდა წაიკითხო'. მე ცოდნა არ გამაჩნია. მე ვერ ვკითხულობ. მაინც, გურუ მაჰარაჯმა მითხრა, ასე რომ, მე ვცდილობ მისი ბრძანება შევასრულო და გადავშალო ეს ფურცლები, სულ ესაა. მე არ ვიცი, როგორ უნდა წავიკითხო.“ ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ უთხრა „შენ ზოგჯერ ტირიხარ, მე ვნახე.“ მერე, „კი, მე ვტირი.“ „როგორ ტირიხარ, თუ კითხვა არ იცი?“ „არა, ბჰაგავად-გიტას ამ წიგნს რომ ვიღებ ხელში, ერთ სურათს ვხედავ, რომ კრიშნა იმდენად კეთილია, რომ ის არჯუნას მეეტლედ, საარატჰი, დაუდგა. ის მისი ერთგულია. ამიტომ შრი კრიშნა იმდენად კეთილია, რომ შეუძლია მისი მსახურის პოზიცია დაიკავოს რადგან არჯუნა უბრძანებდა, 'გააჩერე ჩემი ეტლი აქ' და კრიშნა მას ემსახურებოდა. ამრიგად, კრიშნა ძალიან კეთილია. ამ სურათს ჩემი გონებით რომ ვხედავ, მეტირება.“ და ჩაიტანია მაჰაპრაბხუ დაუყოვნებლიც ჩაეხუტა მას, „შენ კითხულობ ბჰაგავად-გიტას. განათლების გარეშე, შენ კითხულობს ბჰაგავად-გიტას.“ ის მას ჩაეხუტა.

ამრიგად, ეს არის... როგორ ხედავდა ამ სურათს? რადგან მას კრიშნა უყვარდა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, შეეძლო თუ არა მას ამ შლოკების წაკითხვა. მაგრამ ის კრიშნას სიყვარულით იყო შთანთქმული და ის ხედავდა, კრიშნა იქ იჯდა, ის არჯუნას ეტლს ატარებდა. ესაა, რაც მოგვეთხოვება.