KA/Prabhupada 0020 - კრიშნას გაგება არც ისე ადვილია

Revision as of 16:47, 29 January 2021 by Vanibot (talk | contribs) (Vanibot #0023: VideoLocalizer - changed YouTube player to show hard-coded subtitles version)
(diff) ← Older revision | Latest revision (diff) | Newer revision → (diff)


Arrival Lecture -- Miami, February 25, 1975

კრიშნას გაგება არც ისე იოლი საქმეა.

manuṣyāṇāṁ sahasreṣu
kaścid yatati siddhaye
yatatām api siddhānāṁ
kaścid vetti māṁ tattvataḥ
(ბგ 7.3)

მანუშიაანაამ საჰასრეშუ კაშჩიდ იატატი სიდდჰაიე იატატაამ აპი სიდდჰაანაამ კაშჩიდ ვეტტი მაამ ტატტვატაჰა (ბგ 7.3)

მრავალი ათასიდან, მილიონი ადამიანიდან, ერთია მოწადინებული, გახადოს მისი ცხოვრება წარმატებული. არავის აინტრერესებს. ფაქტიურად, მათ არც იციან რა არის ნამდვილი წარმატება ცხოვრებაში. თანამედროვე ცივილიზაცია, ყველა ფიქრობს, „თუ კარგი ცოლი მეყოლება და კარგი მანქანა და ბინა მექნება, ესაა წარმატება.“ ეს არ არის წარმატება. ეს წარმავალია. ნამდვილი წარმატება მაიას კლანჭებისგან განთავისუფლებაა, იგულისხმება ეს მატერიალური განპირობებული ცხოვრება, რომელიც მოიცავს დაბადებას, სიკვდილს, დაბერებას და დაავადებას. ჩვენ ცხოვრების მრავალ ნაირსახეობას გავივლით, და ადამიანის სხეულში ეს სიცოცხლე კარგი შანსია დააღწიო თავი ერთი სხეულის მეორე სხეულზე შეცვლის ჯაჭვს. სული მარადიულია და ნეტარი, რადგან ის კრიშნას, ღმერთის განუყოფელი ნაწილია, საჩ-ჩიდ-აანანდა, მარადიული, ნეტარებით აღსავსე, ცოდნით აღსავსე. სამწუხაროდ, ამ მატერიალურ, განპირობებულ ცხოვრებაში ჩვენ სხვადასხვა სხეულს ვიცვლით, მაგრამ იმ სულიერ პლატფორმაზე კვლავ ვერ ვმკვიდრდებით, სადაც არ არის არც დაბადება, არც სიკვდილი. არ არსებობს მეცნიერება. ამას წინათ ერთი ფსიქიატრი მოვიდა ჩემს სანახავად. და სად არის შენი განათლება, რომელიც სულის, მისი განპირობებული მდგომარეობის გაგებაში დაგეხმარება? ამრიგად, პრაქტიკულად მთელი სამყარო სიბნელეშია. ისინი დაინტერესებულნი არიან ამ ორმოცდაათი, სამოცი ან ასწლიანი ცხოვრებით, მაგრამ არ იციან, რომ ჩვენ მარადიულები, ნეტარებით და ცოდნით აღსავსე ვართ, და ამ მატერიალური სხეულის გამო გვიწევს დაბადება, სიკვდილი, დაბერება და ავადმყოფობა. და ასე გრძელდება. ასე რომ, შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ, დაცემული სულების მიმართ მისი უსაზღვრო თანაგრძნობის გამო, მოგვევლინა. კრიშნაც მოგვევლინა. მაგრამ კრიშნა ამდენად ლიბელარული არ არის. კრიშნა პირობას გიყენებს, რომ „ჯერ შენ უნდა მომენდო. მერე მე მოგხედავ.“ მაგრამ ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ კრიშნაზე უფრო მოწყალეა, თუმცა კრიშნა და ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ არსით ერთია. ამრიგად, ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს წყალობით, ჩვენ კრიშნასი ასე ადვილად გვესმის.

ამრიგად, ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ აქ ჩვენთან არის. თქვენ მას თაყვანს სცემთ. ეს არ არის ძალიან ძნელი. იაჯნაიაჰა სანკიირტანაიჰ პრააიაირ იაჯანტი ჰი სუ-მედჰასაჰა. კრიშნა-ვარნამ ტვიშააკრშანამ საანგოპაანგაასტრა-პაარშადამ, იაჯნაიჰა სანკიირტანამ (შბ 11.5.32). თქვენ უბრალოდ ჰარე კრიშნა მანტრას მღერიხართ, და რაც შეგიძლიათ, თავაზობთ ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს. ის ძალიან კეთილია. მან წყენა არ იცის. რადჰა-კრიშნას თაყვანისცემა ცოტათი უფრო რთულია. ჩვენ მას დიდი მოწიწებით და მოკრძალებით უნდა ვეთაყვანოთ. მაგრამ ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ ნებაყოფლობით მოგვევლინა დაცემული სულების გასათავისუფლებლად. პატარა მსახურება, ის კმაყოფილი იქნება. ის კმაყოფილი დარჩება. მაგრამ უყურადღებოდ არ მოექცეთ. რადგან ის ძალიან კეთილმოსურნე და მოწყალეა, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დავივიწყოთ მისი მდგომარეობა. ის ღმრთეების უზენაესი პიროვნებაა. ამიტომ დიდი პატივისცემით უნდა მოვეპყროთ, რაც კი შესაძლებელია... თუმცა სარფიანია ის, რომ ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ შეურაცხყოფას არ იღებს. და მისი თაყვანისცემა, მისი დაკმაყოფილება, ძალიან ადვილია. იაჯნაიჰა სანკიირტანაიაჰა პრააიაირ იაჯანტი ჰი სუ-მედჰასაჰა. უბრალოდ იმღერეთ ჰარე კრიშნა მაჰამანტრა და იცეკვეთ, და ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ ძალიან კმაყოფილი დარჩება. მან მოიტანა ეს ცეკვა და სიმღერა, და ეს არის ღმერთის შეცნობის უადვილესი პროცესი. იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია... თუ შეგიძლიათ, ოცდაოთხი საათის განმავლობაში. თუ ეს შეუძლებელია, ოთხჯერ, ექვსჯერ მაინც, იმღერეთ ჰარე კრიშნა მანტრა ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს წინაშე და თქვენს ცხოვრებაში წარმატებას მიაღწევთ. ეს ფაქტია.