KA/Prabhupada 0010 - ნუ ეცდებით კრიშნას მიბაძვას: Difference between revisions

(Created page with "<!-- BEGIN CATEGORY LIST --> Category:1080 Georgian Pages with Videos Category:Prabhupada 0010 - in all Languages Category:KA-Quotes - 1976 Category:KA-Quotes -...")
 
(Vanibot #0023: VideoLocalizer - changed YouTube player to show hard-coded subtitles version)
 
Line 9: Line 9:
[[Category:Georgian Language]]
[[Category:Georgian Language]]
<!-- END CATEGORY LIST -->
<!-- END CATEGORY LIST -->
<!-- BEGIN NAVIGATION BAR -- DO NOT EDIT OR REMOVE -->
{{1080 videos navigation - All Languages|Georgian|KA/Prabhupada 0009 - ქურდი, რომელიც ერთგული გახდა|0009|KA/Prabhupada 0011 - კრიშნას თაყვანისცემა გონებაში შეიძლება|0011}}
<!-- END NAVIGATION BAR -->
<!-- BEGIN ORIGINAL VANIQUOTES PAGE LINK-->
<!-- BEGIN ORIGINAL VANIQUOTES PAGE LINK-->
<div class="center">
<div class="center">
Line 17: Line 20:


<!-- BEGIN VIDEO LINK -->
<!-- BEGIN VIDEO LINK -->
{{youtube_right|rqCFjjxHdUc|ნუ ეცდებით კრიშნას მიბაძვას<br />- Prabhupāda 0010}}
{{youtube_right|mhcvL7_apkM|ნუ ეცდებით კრიშნას მიბაძვას<br />- Prabhupāda 0010}}
<!-- END VIDEO LINK -->
<!-- END VIDEO LINK -->


<!-- BEGIN AUDIO LINK -->
<!-- BEGIN AUDIO LINK -->
<mp3player>http://vaniquotes.org/w/images/760216SB.MAY_clip.mp3</mp3player>
<mp3player>https://s3.amazonaws.com/vanipedia/clip/760216SB.MAY_clip.mp3</mp3player>
<!-- END AUDIO LINK -->
<!-- END AUDIO LINK -->



Latest revision as of 16:45, 29 January 2021



Lecture on SB 7.9.9 -- Mayapur, February 16, 1976

კრიშნა... ეს თექვსმეტი ათასი ცოლი, როგორ გახდნენ ისინი ცოლები? თქვენ იცით ეს ისტორია, რომ ბევრი ლამაზი, თექვსმეტი ათასი ლამაზი, მინდა ვთქვა, მეფეების ქალიშვილი იქნა მოტაცებული ასურას მიერ. რა ერქვა იმ ასურას? ბჰაუმაასურა, არა? დიახ. ამრიგად, ისინი ლოცულობდნენ კრიშნაზე „ჩვენ ვიტანჯებით, ამ თაღლითის მიერ მოტაცებულები. გევედრებით, გადაგვარჩინე.“ ასე რომ, კრიშნა მივიდა მათ გადასარჩენად, და ბჰაუმაასურა მოკლა და ყველა ქალიშვილი გაათავისუფლა. მაგრამ გათავისუფლების შემდეგაც ადგილიდან ფეხს არ იცვლიდნენ. და კრიშნამ კითხა, „ახლა, თქვენ შეგიძლიათ სახლებში მამებს დაუბრუნდეთ.“ მათ უპასუხეს „ჩვენ მოტაცებულები ვართ, ჩვენ ვეღარ დავქორწინდებით.“ ინდოეთში ჯერაც მოქმედებს ეს წესი. თუ გოგო, ახალგაზრდა გოგო, სახლიდან მიდის ერთი ან ორი დღით, ცოლად არავინ მოიყვანს. ცოლად არავინ მოიყვანს. ის გაფუჭებულად ითვლება. ეს ჯარაც არის ინდური სისტემა. ასე რომ, ისინი გატაცებულები იყვნენ უკვე იმდენი დღის თუ წლის განმავლობაში, და მათ შეჩივლლეს კრიშნას „ჩვენ საკუთარი მამებიც აღარ მიგვიღებენ, არც არავინ დათანხმდება ჩვენზე დაქორწინებაზე.“ და კრიშნა მიხვდა, რომ „მათი მდგომარეობა არასაიმედოა. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლები არიან, ვერსად წავლენ.“ ამის მერე კრიშნამ... ის იმდენად კეთილია, ბჰაკტა-ვატსალა. მან იკითხა, „რა გინდათ?“ რომ.. მათ თქვეს, რომ „შენ მიგვიღე. სხვაგვარად, ჩვენ ყოფიერებას ვერ გავაგრძელებთ.“ კრიშნამ დაუყოვნებლივ: „დიახ, მოდით.“ ასეთია კრიშნა. და ისე კი არ იყო, რომ მისი თექვსმეტი ათასი ცოლი ერთ ბანაკში იყო დამწყვდეული. მან დაუყოვნებლივ ააშენა თექვსმეტი ათასი სასახლე. რადგან მან ცოლად მიიღო, ისე უნდა შეენახა, როგორც საკუთარი ცოლი, როგორც მისი დედოფალი, ისე კი არა „რადგან მათ სხვა გზა არ აქვთ, ისინი ჩემს თავშესაფარში მოვიდნენ. და როგორც მინდა ისე შევინახავ.“ არა. ყველაზე ღირსეულად, როგორც დედოფალი, როგორც კრიშნას დედოფალი. და კიდევ, მან იფიქრა „თექვსმეტი ათასი ცოლი... მე რომ მარტო დავრჩე, ერთ ფიგურად, მაშინ ჩემი ცოლები ვერ შემხვდებიან. ყველას მოუწევს თექვსმეტი ათასი დღე ლოდინი ქმრის სანახავად. არა." და მან საკუთარი თავი თქვსმეტ ათას კრიშნად განავრცო. ასეთია კრიშნა. თაღლითები კრიშნას აბრალებენ მექალთანაობას. ეს ასე არ არის. თქვენ ერთი ცოლის შენახვაც კი არ შეგიძლიათ, მაგრამ ის თექვსმეტ ათას ცოლს ინახავდა თექვსმეტ ათას სასახლეში და თექვსმეტ ათას ფორმაში განვრცობილი. ყველა კმაყოფილი იყო. ასეთია კრიშნა. ჩვენ უნდა გავიგოთ, როგორია კრიშნა. არ ეცადოთ მის იმიტირებას. პირველ რიგში ეცადეთ, გაუგოთ კრიშნას.