„კრიშნას შეუცნობლად ნეტარება ყოვლად მიუღწეველია. ჩვენივე ბუნებით ნეტარნი ვართ. „ბრაჰმა-სუტრაში“, „ვედანტა-სუტრაში“, ნათქვამია: ანანდამაიო აბჰიასატ. ყოველი ცოცხალი არსება ბრაჰმანია. ცოცხალი არსებები ბრაჰმანი არიან, კრიშნაც პარა-ბრაჰმანია. ამრიგად, ბრაჰმანიც და პარა-ბრაჰმანიც ბუნებით ნეტარნი, ბედნიერნი არიან. მათ სურთ სიხარული, გართობა. მაშასადამე, ჩვენი სიხარული კრიშნასთან კავშირშია, ისევე როგორც ცეცხლი და მისი ნაპერწკლები. ცეცხლის ნაპერწკლები ლამაზია, სანამ მათ ცეცხლთან აქვთ საერთო. როგორც კი ნაპერწკლები ცეცხლს, თავიანთ წყაროს, გამოეყოფიან, ოჰ, მინავლდებიან და სიმალაზეს კარგავენ“.
|