„ვანდე“ ნიშნავს: მოწიწებით თაყვანს ვცემ. ვანდე. ვ-ა-ნ-დ-ე. „ვანდე“ ნიშნავს მოწიწებით თაყვანისცემას. აჰამ. „აჰამ“ ნიშნავს მე-ს. ვანდე ‘ჰამ შრი-გურუნ: იგულისხმება ყველა გურუ, ყველა სულიერი მოძღვარი. სულიერი მოძღვრისადმი უშუალო თაყვანის მიგება ნიშნავს თაყვანი მივაგოთ ყველა წინამორბედ აჩარიას. „გურუნ“ მრავლობით რიცხვშია. იგულისხმება ყველა აჩარია. ისინი არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. რაკი ისინი თავდაპირველი სულიერი მოძღვრით დაწყებულ მოწაფეობრივი თანმიმდევრობის ხაზით მოდიან და მათი აზრები არ განსხვავდება ერთმანეთისაგან, ამიტომ, თუმცა მრავალნი არიან, ისინი არიან ერთი. ვანდე ‘ჰამ შრი-გურუნ შრი-იუტა-პადა-კამალამ. შრი-იუტა ნიშნავს „სრული დიდებით, მთელი დიდებულებით“. პადა-კამალა: „ლოტოსის ყვავილი“. უფროსთა თაყვანის მიგება იწყება ტერფების თაყვანისცემით, ლოცვა-კურთხევა კი მოდის თავიდან. ასეთია წესი. მოწაფე პატივს გამოხატავს სულიერი მოძღვრის ტერფებთან შეხებით, სულიერი მოძღვარი კი მოწაფეს ლოცავს თავზე შეხებით“.
|