KA/690109 ლექცია - შრილა პრაბჰუპადასეული ნექტარის წვეთი, ლოს-ანჯელესი
KA/Georgian - შრილა პრაბჰუპადასეული ნექტარის წვეთი |
„გარეშე პირები იკითხავენ, რა არის კრიშნას ცნობიერებაო. ეს ხალხი კარგ სახლებში ცხოვრობენ, კარგად იკვებებიან, ცეკვავენ, მღერიან. რა განსხვავებაა ჩვენს შორის? ჩვენც ხომ იგივეს ვაკეთებთ. დავდივართ ღამის კლუბებში, ვჭამთ და ვცეკვავთ. რა განსხვავებააო.
დიახ, განსხვავება არის. და რა არის ეს? რძის ერთი ნაწარმი იწვევს გარკვეულ აშლილობას, მეორე ნაწარმი კი კურნავს. ეს პრაქტიკული მაგალითია. რძის სხვა ნაწარმი კურნავს თქვენ დაავადებას. თუ ღამის კლუბში ივლით, ცეკვავთ და შეჭამთ, თანდათანობით მატერიალური სნეულება შეგეყრებათ. მაგრამ იგივე ცეკვა და ჭამა აქ სულიერად აგამაღლებთ. არც ერთი საქმის შეჩერება არ არის საჭირო. უბრალოდ გამოცდილმა მკურნალმა საქმიანობას მიმართულება უნდა შეუცვალოს. სულ ეს არის. გამოცდილი მკურნალი მოგცემთ იოგურტთან შერეულ წამლებს. სინამდვილეში წამალი პაციენტის მოსატყუებლადაა. კურნავს იოგურტი. ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ რადგან ამ საქმეებს შერეული აქვს კრიშნას ცნობიერების წამალი, ეს თქვენ მატერიალურ დაავადებას განკურნავს. ეს არის მეთოდის არსი“. |
690109 - ლექცია ბ.გ. 04.19-25 - ლოს-ანჯელესი |