„როდესაც ადამიანის სხეული გვენიჭება, ეს სხეული კრიშნას გარეგნობის მიმბაძველია. კრიშნას ორი ხელი აქვს და ჩვენც. კრიშნას აქვს ორი ფეხი და ჩვენც. მაგრამ სხვაობა ჩვენ და კრიშნას სხეულს შორის ახსნილია ამ ლექსში: ანგანი იასია საკალენდრია-ვრიტი-მანტი (ბ.ს. 5.32). ჩვენ ორი ხელით შეგვიძლია რამე დავიჭიროთ, მაგრამ მათი საშუალებით სიარული არ შეგვიძლია. მაგრამ კრიშნას ეს შეუძლია. ფეხებით შეგვიძლია მხოლოდ სიარული, მაგრამ არა ჭამა. მაგრამ კრიშნას შეუძლია თვალებით დაინახოს, ასევე ჭამოს და ისმინოს. ეს არის ამ ლექსის შინაარსი. ანგანი იასია საკალენდრია-ვრიტი-მანტი - სხეულის ყოველ ნაწილს სხვა ნაწილების ფუნქციის შესრულება შეუძლია. ამას ეწოდება აბსოლუტი“.
|