„ამ არამზადებმა არ იციან: როგორ შევძლებ ღმერთის დანახვას, თუ სათანადო თვისებები არა მაქვს, თუ ამისათვის მზად არ ვარ? როცა მანქანა გაფუჭდება, მას ვუყურებ მეც, ამასვე აკეთებს ინჟინერიც, მექანიკოსიც. ისინიც ხედავენ მანქანას. მაგრამ ჩვენი ხედვა განსხვავებულია. მას აქვს საამისო თვისებები, რომ სწორად დაინახოს. ამიტომ როცა მანქანა მწყობრიდან გამოდის, ინჟინერი მის დეტალს შეაკეთებს და მანქანა ამუშავდება ხოლმე. მაშასადამე, თუ მანქანის ასამუშავებლად ამდენი თვისება და კვალიფიკაციაა საჭირო, ღმერთის დასანახად რამდენი ასეთი რამ იქნება საჭირო?! ხედავთ, რა სასაცილოა ეს! ყოველგვარი ღირსება-კვალიფიკაციის გარეშე. არამდაზა! ისეთი არამზადები, სულელები არიან და ღმერთის დანახვას აპირებენ ასეთი საშინელი თვისებებით“.
|