„ითამაშო კრიშნასთან, გახდე კრიშნას თანამგზავრი, იცეკვო კრიშნასთან - უბრალო საქმე როდია. ჩვენ გვსურს ამის კეთება. ჩვენ გვინდა ეს ვაკეთოთ აქ. ხომ გვაქვს ამდენი სპორტული კლუბი, საცეკვაო წრე. რატომ? რადგან ეს ჩვენი მოთხოვნილებაა. მაგრამ ჩვენ ამის გაკეთება გვსურს მატერიალურ სამყაროში. ეს არის ჩვენი ნაკლი. შეგიძლიათ ზუსტად იგივე აკეთოთ კრიშნასთან ერთად. გააცნობიერეთ კრიშნა და მოგეცემათ ამის საშუალება. რატომ ვიტანჯებით აქ იმისათვის, რომ ვითამაშოთ და ვიცეკვოთ? ამას ჰქვია დჰარმასია ჰი აპავარგასია (შ.. 1.2.9). შეწყვიტეთ ეს, ვგულისხმობ, ეს მუდამ მტანჯველი მატერიალური ყოფიერება. ტიაქტვა დეჰამ პუნარ ჯანმა ნაიტი (ბ.გ.4.9). ეს იმიტომ ხდება, რომ მატერიალური სხეული მივიღეთ. სწორედ ეს ნივთიერი სხეულია ყველა ტანჯვის მომცველი. ჩვენ ვცდილობთ, როგორმე მოვაგვაროთ ამ ტანჯვის პრობლემა ხელოვნური მეთოდებით, ეგრეთ წოდებული მეცნიერული პროგრესით, მაგრამ ეს ნამდვილ ბედნიერებას არ გვანიჭებს“.
|