„ჯანმაიშვარია-შრუტა-შრიბჰირ ედჰამანა-მადაჰ პუმან (შ.ბ. 1.8.26). საუბედუროდ... როდესაც ასეთი კარგი პირობები გვექმნება - დაბადება კარგ ოჯახში ან კარგ ქვეყანაში, ლამაზი სხეული, განათლება - უნდა ვიცოდეთ, რომ ეს წარსულში ჩვენი ღვთისმოსავი საქმეების შედეგია; ამიტომ ისინი კრიშნასათვის უნდა გამოვიყენოთ. ღვთისმოსავი საქმენი ხომ კრიშნასთან მიახლოებისთვისაა განკუთვნილი. უწმინდურნი, ცოდვილნი ვერ მიუახლოვდებიან კრიშნას. ნა მამ დუშკრიტინო მუდჰაჰ პრაპადიანტე ნარადჰამაჰ (ბ.გ. 7.15). ნარადჰამები - კაცთა შორის უმდაბლესნი - ყოველთვის ცოდვებს ჩადიან, ხოლო არამზადები, განათლებულნიც რომ იყვნენ - მაიაია აპაჰრიტა-ჯნანაჰ - მათი განათლება მაიას აქვს წარტაცებული“.
|