KA/Prabhupada 0008 - კრიშნა გვიცხადებს „მე ყველას მამა ვარ“
Janmastami Lord Sri Krsna's Appearance Day Lecture -- London, August 21, 1973
ამრიგად, ინდოეთში მაინც, ყველა დიდი პიროვნება, წმინდა პიროვნება, ბრძენი და აჩარია, ამ სულიერ ცოდნას ისე კარგად და სრულყოფილად მისდევდა, ჩვენ კი ამით არ ვსარგებლობთ. სულაც არ ნიშნავს, რომ შასტრები და დარიგებები მარტო იდოელებისთვისაა ან ინდუსებისთვის ან ბრაჰმანებისთვის. არა. ისინი ყველასთვისაა. რაგდან კრიშნა აცხადებს
- sarva-yoniṣu kaunteya
- sambhavanti mūrtayaḥ yaḥ
- tāsāṁ mahad brahma yonir
- ahaṁ bīja-pradaḥ pitā
- (ბგ 14.4)
სარვა-იონიშუ კაუნტეია სამბჰავანტი მუურტაიაჰ იააჰ ტააშაამ მაჰად ბრაჰმა იონირ აჰამ ბიჯა-პრადაჰ პიტაა
კრიშნა აცხადებს, რომ „მე ვარ ყველას მამა.“ შესაბამისად, მას ძალიან უნდა დაგვამშვიდოს, გაგვაბედნიეროს. როგორც მამას უნდა, მისი ვაჟი კარგად მოეწყოს და ბედნიერი იყოს; მსგავსად, კრიშნასაც უნდა ყველა ჩვენგანი ბედნიერი და კარგად მოწყობილი გვნახოს. ამოტომაც მოდის ხოლმე ხანდახან. (ბგ 4.7) იადა იადა ჰი დჰარმასია გლანირ ბჰავატი. ეს არის კრიშნას გამოჩენის მიზეზი. ამრიგად, ვინც კრიშნას მსახურია, კრიშნას ერთგულია, მათ უნდა მიიღონ კრიშნას მისია. მათ უნდა ითავონ კრიშნას მისია. ეს არის ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს ვერსია.
- āmāra ajñāya guru hañā tāra ei deśa
- yare dekha, tare kaha, 'kṛṣṇa'-upadeśa
- (ჩჩ მადჰია 7.128)
აამაარა აჯნააია გურუ ჰანაა ტაარა ეი დეშა იარე დეკჰა, ტარე კაჰა, 'კრშნა'-უპადეშა (ჩჩ მადჰია 7.128)
კრიშნა-უპადეშა. მხოლოდ ცადე, იქადაგო, რაც კრიშნამ თქვა ბჰაგავად-გიტაში. ეს არის ყველა ინდოელის მოვალეობა. ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ ამბობს.
- bhārata-bhūmite manuṣya janma haila yāra
- janma sārthaka kari para-upakāra.
- (ჩჩ აადი 9.41)
ბჰაარატა-ბჰუუმიტე მანუშია ჯანმა ჰაილა იაარა ჯანმა საარტჰაკა კარი პარა-უპაკაარა. :(ჩჩ აადი 9.41)
ამრიგად, ინდოელები, ინდოელებს მოეთხოვებათ პარა-უპაკაარა. ინდოელებმა არ უნდა გაუწიონ სხვებს ექსპლუატაცია. ეს არ არის ინდოელების საქმე. ინდოელების ისტორია სულ პარა-უპაკაარა-ს გარეშემოა. და წინათ, მსოფლიოს ყველა კუთხიდან, ინდოეთში ჩამოდიოდნენ სულიერი ცხოვრების შესასწავლად. თავად იესო ქრისტეც კი იყო იქ. და ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ასეთია ისტორია. და ჩვენ საკუთარ ღირსებას ვივიწყებთ. რამდენად უგულოები გავხდით. ასეთი დიადი მოძრაობა, კრიშნას ცნობიერება, მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი იდოელები გულგრილები, ჩვენი მთავრობა გულგრილი გახდა. ისინი არ მიყვებიან. ეს არის ჩვენი უბედურება. მაგრამ ეს არის ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს მისია. იგი ამბობს, ნებისმიერი ინდოელი, ბჰაარატა ბჰუუმიტე მანუშია ჯანმა, თუ ადამიანია, უნდა სრულყოფილი გახადოს საკუთარი სიცოცხლე ამ ვედური ლიტერატურის უპირატესობით სარგებლობის გზით და გაავრცელოს ეს ცოდნა მთელს მსოფლიოში. ეს არის პარა-უპაკაარა. ასე რომ, ინდოეთს შეუძლია. ისინი ფაქტიურად აფასებენ ამას. ეს ევროპელები, ახალგაზრდა ამერიკელები, ისინი აფასებენ, თუ როგორი დიადი... მე ყოველდღიურად ათობით წერილს ვიღებ, როგორ ისარგებლეს მათ ამ მიმდინარეობით. სინამდვილეში, ეს ფაქტია. ეს მკვდარ კაცს აცოცხლებს. ამრიგად, მე განსაკუთრებით ვთხოვ ინდოელებს, განსაკუთრებით მის აღმატებულებას, ითანამშრომლეთ ამ მიძრაობასთან, და ეცადეთ წარმატებული გახადოთ თქვენი ცხოვრება და სხვების ცხოვრებაც. ეს არის კრიშნას მისია, კრიშნას მოვლინება. დიდი მადლობა.