KA/Prabhupada 1058 - ბჰაგავად-გიტას თავად უფალი შრი კრიშნა გვიყვება



660219-20 - Lecture BG Introduction - New York

ბჰაგავად-გიტას თავად უფალი შრი კრიშნა გვიყვება ბჰაგავად-გიტას თავად უფალი შრი კრიშნა გვიყვება იგი ბჰაგავად-გიტას ყველა გვერდზეა ნახსენები როგორც ღმრთეების უზენაესი პიროვნება, ბჰაგავანი. რა თქმა უნდა, „ბჰაგავანს“ ზოგჯერ ნებისმიერ ძლევამოსილ პიროვნებას ან ძლევამოსილ ნახევარღმერთსაც უწოდებენ ხოლმე, მაგრამ აქ ბჰაგავანად უდაოდ შრი კრიშნას, დიად პიროვნებას, მიმართავენ მაგრამ, ამასთან უნდა ვიცოდეთ, რომ უფალი შრი კრიშნა, როგოც მას ყველა აჩარია აღიარებს... მე ვგულისხმობ თვად შანკარაჩარიას, რამანუჯაჩარიას, მადჰავაჩარიას, ნიმბარკა სვამის და შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს და სხვა მრავალს. ინდოეთში ბევრი ავტორიტეტული მეცნიერი და აჩარია არსებობდა, ვგულისხმობ, ვედური ცოდნის ავტორიტეტებს. ყველა მათგანმა, მათ შორის შანკარაჩარიამ, შრი კრიშნა ღმრთეების უზენაეს პიროვნებად ცნეს. თავად უფალმაც საკუთარი თავი დაგვიმკვიდრა ღმრთეების უზენაეს პიროვნებად ბჰაგავად-გიტაში. ის ამგვარად არის აღიარებული ბრაჰმა-სამჰიტაში და ყველა პურანებში, განსაკუთრებით ბჰაგავად პურანაში: კრშნა ტუ ბჰაგავან სვაიამ (SB 1.3.28). ამიტომ, ბჰაგავად-გიტა როგორც ასეთი უნდა მივიღოთ, როგორც თავად ღმრთეების უზენაესი პიროვნების მიერ მოცემულად.

ბჰაგავად-გიტას მეოთხე თავში უფალი ამბობს:

imaṁ vivasvate yogaṁ
proktavān aham avyayam
vivasvān manave prāha
manur ikṣvākave 'bravīt
(BG 4.1)

იმამ ვივასვატე იოგამ პროკტავან აჰამ ავიაიამ ვივასან მანავე პრააჰა მანურ იკშვააკავე ბრავიტ (ბგ 4.1)

evaṁ paramparā-prāptam
imaṁ rājarṣayo viduḥ
sa kāleneha mahatā
yogo naṣṭaḥ parantapa
(BG 4.2)

ევამ პარამპარაა-პრააპტამ იმამ რააჯარშაიო ვიდუჰუ სა კაალენეჰა მაჰატაა იოგო ნაშტაჰ პარანტაპა (ბგ 4.2)


sa evāyaṁ mayā te 'dya
yogaḥ proktaḥ purātanaḥ
bhakto 'si me sakhā ceti
rahasyaṁ hy etad uttamam
(BG 4.3)

სა ევააიამ მაიაა ტე დია იოგაჰ პროკტაჰ პურაატანაჰ ბჰაკტო სი მე საკჰაა ჩეტი რაჰასაიამ ჰი ეტად უტტამამ (ბგ 4.3)

იდეა იმაშია... უფალმა უთხრა არჯუნას, რომ „ეს იოგა, იოგას ეს სისტემა, ბჰაგავად-გიტა, პირველად ჩემს მიერ ნათქვამი იყო მზის ღმერთისთვის და მზის ღმერთმა მანუს აუხსნა. მანუმ იკშვააკუს აუხსნა, და ამგვარად, მოწაფეობრივი თანმიმდევრობით, ერთმანეთის მიყოლებით, ეს იოგის სიტემა მოდის, და დროის მსვლელობის გამო ეს სისტემა ამჟამად დაკარგულია. და ამიტომ, მე შენ ისევ ზუსტად იგივე იოგის სისტემის შესახებ გელაპარაკები, ბჰაგავად-გიტას ზუსტად იგივე უძველესი იოგის სისტემა, ანუ გიტოპანიშადი. რადგან შენ ჩემი ერთგული და ჩემი მეგობარი ხარ, ამიტომ მხოლოდ შენ შეძლებ ამის გაგებას.“

ამის განმარტება გულისხმობს, რომ ბჰაგავად-გიტა არის ტრაქტატი, რომელიც განსაკუთრებით უფლის ერთგულისთვისაა განსაზღვრული. არსებობს ტრანსედენტალისტთა სამი კლასი, კერძოდ ჯნანი, იოგი და ბჰაკტა. ან იმპერსონალისტი, ან მედიტატორი, ან ერთგული. ასე რომ, აქ ნათლად არის ნახსენები. უფალი ეუბნება არჯუნას, რომ „მე გელაპარაკები ანუ მე პარამპარას პირველ კაცად გაქცევ. რადგან ძველი პარამპარა ანუ მოწაფეობრივი თანმიმდევრობა ახლა დარღვეულია, ამიტომ მინდა სხვა პარამპარის თავიდან დამკვიდრება აზრის იგივე მიმართულებით, როგორც ეს მოდიოდა მზის ღმერთისგან ქვემოთ სხვებისკენ. ასე რომ შენ, შენ აიღე და გაავრცელე ის. ანუ სისტემა, ბჰაგავად-გიტას იოგის სისტემა შეიძლება შენი მეშვეობით იქნას გავრცელებული. შენ ხდები ბჰაგავად-გიტას შემეცნების ავტორიტეტი.“ აქ გვაქვს მინიშნება, რომ ბჰაგავად-გიტა სპეციალურად არის ახსნილი არჯუნასთვის, უფლის ერთგულისთვის, კრიშნას უშუალო მოსწავლისთვის. არამარტო ეს, მას უშუალო ურთიერთობა აქვს კრიშნასთან, როგორც მეგობარს. ამრიგად, ბჰაგავად-გიტა გასაგებია ისეთი პიროვნებისთვის, რომელსაც კრიშნას მსგავსი თვისებები გააჩნია. ეს ნიშნას, რომ ის უნდა იყოს ერთგული, ის უნდა იყოს კავშირში, უშუალო ურთიერთობაში კრიშნასთან.