KA/Prabhupada 1063 - გვიბოძე ხსნა ქმედებებისგან და ყველა ქმედების რეაქციისგან



660219-20 - Lecture BG Introduction - New York

ისევე როგორც მიმდინარე ცხოვრებაშიც, ჩვენ ვტკბებით ქმედებით, ჩვენი ქმედების შედეგებით. დავუშვათ, რომ ვარ ბიზნესმენი და ჩემი დაძაბული გონებრივი ძალისხმევის შედეგად ბანკში დიდი ანგარიში დავიგროვე. ახლა ამით ვტკბები. მსგავსად, დავუშვათ, ჩემი ბიზნესი დიდძალი ფულით დავიწყე, მაგრამ წარმატებას ვერ მივაღწიე. მთელი ფული დავკარგე. ახლა ტანჯული ვარ. ამის მსგავსად, ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, ჩვენ ჩვენი ნამოქმედარის შედეგებს ვიმკით. ამას კარმა ეწოდება.

ამგვარად ეს ცნებები, იშვარა, ჯივა, პრაკრიტი, ან უზენაესი უფალი, ან ცოცხალი არსება, მატერიალური სამყარო, მარადიული დრო, და ჩვენი სხვადასხვაგვარი ქმედებები, ეს ყველაფერი ახსნილია ბჰაგავად-გიტაში. ახლა ამ ხუთიდან, უფალი, ცოცხალი არსებები, და მატერიალური სამყარო და დრო, ეს ოთხი ელემენტი მარადიულია. ახლა გამოვლინება, პრაკრიტის გამოვლინება შეიძლება დროებითი იყოს, მაგრამ არ არის ყალბი. ზოგიერთი ფილოსოფოსი აცხადებს, რომ მატერიალური სამყაროს ეს გამოვლინება ყალბია, მაგრამ ბჰაგავად-გიტას ფილოსოფიის თანახმად, ან ვაიშნავური ფილოსოფიის თანახმად, ისინი არ ღებულობენ სამყაროს გამოვლინებას, როგორც ყალბს. ისინი აღიარებენ, რომ გამოვლინება ნამდვილია, მაგრამ დროებითი. ეს ემსგავსება ცაში ღრუბელს და როდესაც წვიმების სეზონი იწყება, და წვიმების სეზონის შემდეგ მინდორი სავსეა სიმწვანით, ჩვენ ამის დანახვა შეგვიძლია. და წვიმების სეზონის დამთავრებისთანავე, ღრუბელი ქრება. ზოგადად, თანდათანობით, ეს სიმწვანე გამოშრება და მიწა ისევ მოუსავლიანი ხდება. მსგავსად, ეს მატერიალური გამოვლინება გარკვეულ ინტერვალში ხორციელდება. ჩვენ ამას მივხვდებით, ჩვენ ამას გავიგებთ ბჰაგავად-გიტას გვერდებიდან. ბჰუტვა ბჰუტვა პრალიიატე (BG 8.19). გარკვეულ მონაკვეთში ეს გამოვლინება საუცხოო სახეს იღებს, და ისევ გაუჩინარდება. ამგვარად მოქმედებს პრაკრიტი. მაგრამ ის მუდმივად მოქმედებს, შესაბამისად, პრაკრიტი მარადიულია. ის არ არის ყალბი. რადგან უფალმა აღიარა, მამა პრაკრიტი, „ჩემი პრაკრიტი“. აპარეიამ იტას ტუ ვიდდჰი მე პრაკრიტიმ პარაამ (BG 7.5). ბჰინნაა პრაკრიტი, ბჰინნაა პრაკრიტი, აპარაა პრაკრიტი. ეს მატერიალური სამყარო უზენაესი უფლის განცალკევებულ ენერგიას წარმოადგენს, და ცოცხალი არსებები, ისინიც უზენაესი უფლის ენერგიებია, მაგრამ არა გამოყოფილი. ისინი მარადიულ კავშირში იმყოფებიან. ამრიგად უფალი, ცოცხალი არსებები, ბუნება, მატერიალური სამყარო და დრო, ყველა მათგანი მარადიულია. მაგრამ სხვა ელემენტი, კარმა, არ არის მარადიული. კარმის ან ქმედების გავლენა შეიძლება ძალიან ძველი იყოს. ჩვენ უხსოვარი დროიდან საკუთარი ქმედებების შედეგად ვიტანჯებით ან ვტკბებით, მაგრამ, ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია ჩვენი კარმის, ან ქმედებების შედეგების შეცვლა. ეს დამოკიდებული იქნება ჩვენს სრულყოფილ ცოდნაზე. ჩვენ, უეჭვოდ, ვართ ჩაბმულები სხვადასხვა საქმიანობაში, მაგრამ არ ვიცით, რა სახის ქმედებები უნდა ვარჩიოთ რომ შევძლოთ ქმედებებისა და ყველა ქმედების შედეგისგან გათავისუფლება. ესეც არის ბჰაგავად-გიტაში ახსნილი.

ახლა, იშვარას მდგომარეობა უზენაესი ცნობიერებაა. იშვარას, ანუ უზენაესი უფლის პოზოცია უზენაესი ცნობიერებაა. და ჯივები, ანუ ცოცხალი არსებები, რადგან მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ, ისინიც ცნობიერნი არიან. ცოცხალი არსება ცნობიერია. ცოცხალი არსება განიმარტება, როგორც პრაკრიტი, ენერგია, და მატერიალური სამყაროც აიხსნება, როგორც პრაკრიტი, მაგრამ ამ ორს შორის, ერთი პრაკრიტი, ჯივები, ცნობიერნი არიან. მეორე პრაკრიტი არ არის ცნობიერი. ამაშია განსხვავება. შესაბამისად ჯივა პრაკრიტის ზემდგომი ეწოდება, რადგან ჯივას უფლის მსგავსი ცნობიერება გააჩნია. უფალი უზენაესი ცნობიერებაა. არ უნდა ვამტკიცოთ, რომ ჯივაც, ცოცხალი არსებაც უზენაესად ცნობიერია. არა. ცოცხალი არსება ვერ იქნება უზენაესად ცნობიერი მისი სრულყოფის ვერც ერთ ეტაპზე. ამ თეორიას შეცდომაში შევყავართ. ეს მცდარი თეორიაა. მაგრამ ის ცნობიერია. სულ ეს არის. თუმცა არ არის უზენაესად ცნობიერი.