KA/Prabhupada 1057 - ბჰაგავად-გიტა როგორც ასეთი ასევე ცნობილია, როგორც გიტოპანიშადი, ვედური ცოდნის არსი
660219-20 - Lecture BG Introduction - New York
პრაბჰუპადა:
- oṁ ajñāna-timirāndhasya
- jñānāñjana-śalākayā
- cakṣur unmīlitaṁ yena
- tasmai śrī-gurave namaḥ
(მოკრძალებულ პატივისცემას გამოვხატავ ჩემი სულიერი მოძღვრის მიმართ, რომელმაც ცოდნის მანათობლით გამიხილა უმეცრების სიბნელით დაბრმავებული თვალები.)
- śrī-caitanya-mano-'bhīṣṭaṁ
- sthāpitaṁ yena bhū-tale
- svayaṁ rūpaḥ kadā mahyaṁ
- dadāti sva-padāntikam
(როდის მომცემს შრილა რუპა გოსვამი პრაბჰუპადა, რომელმაც ამ მატერიალურ სამყაროში დაამკვიდრა უფალი ჩაიტანიას სურვილის შესრულების მისია, თავშესაფარს თავის ლოტოსის ფეხებთან?)
- vande 'haṁ śrī-guroḥ śrī-yuta-pada-kamalaṁ śrī-gurūn vaiṣṇavāṁś ca
- śrī-rūpaṁ sāgrajātaṁ saha-gaṇa-raghunāthānvitaṁ taṁ sa-jīvam
- sādvaitaṁ sāvadhūtaṁ parijana-sahitaṁ kṛṣṇa-caitanya-devaṁ
- śrī-rādhā-kṛṣṇa-pādān saha-gaṇa-lalitā-śrī-viśākhānvitāṁś ca
(ჩემს მოკრძალებულ პატივისცემას გამოვხატავ ჩემი სულიერი მოძღვრის ლოტოსის ფეხების მიმართ და ერთგული მსახურების გზაზე მყოფი ყველა სხვა მოძღვრის მიმართ. მოკრძალებულ პატივისცემას გამოვხატავ ყველა ვაიშნავის და ექვსი გოსვამის მიმართ, მათ შორის შრილა რუპა გოსვამის, შრილა სანატანა გოსვამის, რაგუნათჰა დასა გოსვამის, ჯივა გოსვამის და მათი თანმხლებების მიმართ. მოკრძალებულ პატივისცემას გამოვხატავ შრი ადვაიტა აჩარია პრაბჰუს, შრი ნიტიანანდა პრაბჰუს, შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს და მისი ყველა ერთულის მიმართ, შრივასა თჰაკურას წინამძღვრობით. შემდეგ, ჩემს მოკრძალებულ პატივისცემას გამოვხატავ უფალი კრიშნას ლოტოსის ტერფების მიმართ, შრიმატი რადჰარანისა და ყველა გოპის მიმართ, ლალიტასა და ვიშაკჰას წინამძღვრობით.)
- he kṛṣṇa karuṇā-sindho
- dīna-bandho jagat-pate
- gopeśa gopikā-kānta
- rādhā-kānta namo 'stu te
(ძვირფასო კრიშნა, წყალობის ოკეანევ, შენ ყველა ტანჯულის მეგობარი და სამყაროს წყარო ხარ. შენ ხარ მენახირეთა წინამძღოლი და გოპების, განსაკუთრებით რადჰარანის, შეყვარებული.)
- tapta-kāñcana-gaurāṅgi
- rādhe vṛndāvaneśvari
- vṛṣabhānu-sute devi
- praṇamāmi hari-priye
(ჩემს მოკრძალებულ პატივისცემას გამოვხატავ შენს მიმართ. ჩემს პატივისცემას გამოვხატავ რადჰარანის მიმართ, ვისი კანის ფერი დამდნარ ოქროს წააგავს და ვინც ვრინდავანის დედოფალია. შენ მეფე ვრიშაბჰანუს ქალიშვილი ხარ და უფალი კრიშნასთვის ძალიან ძვირფასი ხარ.)
- vāñchā-kalpatarubhyaś ca
- kṛpā-sindhubhya eva ca
- patitānāṁ pāvanebhyo
- vaiṣṇavebhyo namo namaḥ
(მე მოკრძალებულ პატივისცემას გამოვხატავ უფლის ყველა ვაიშნავი ერთგულის მიმართ. მათ, ნატვრის ხის მაგვარად, შეუძლიათ ყველას სურვილის შესრულება და თანაგრძნობით აღსავსენი არიან ყველა დაცემული სულის მიმართ.)
- śrī-kṛṣṇa-caitanya
- prabhu-nityānanda
- śrī-advaita gadādhara
- śrīvāsādi-gaura-bhakta-vṛnda
(მე პატივისცემას გამოვხატავ შრი კრიშნა ჩაიტანიას, პრაბჰუ ნიტიანანდას, შრი ადვაიტას, გადადჰარას, შრივასას და უფალი ჩაიტანიას ყველა ერთგულის მიმართ.)
- hare kṛṣṇa hare kṛṣṇa kṛṣṇa kṛṣṇa hare hare
- hare rāma hare rāma rāma rāma hare hare
(ჩემო ძვირფასო უფალო, და უფლის სულიერო ენერგიავ, დამაკავე შენს მსახურებაში. მე თავგზა მაქვს აბნეული მატერიალური მსახურებით. გთხოვ, ჩამრთე შენს მსახურებაში.)
გიტოპანიშადის წინასიტყვაობა, დაწერილი ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამის მიერ, შრიმად-ბჰაგავატამის, სხვა პლანეტებზე ადვილი მოგზაურობის ავტორის, უკან ღმერთისკენ რედაქტორის, და ა.შ. მიერ.
ბჰაგავად-გიტა აგრეთვე ცნობილია, როგორც გიტოპანიშადი, ვედური ცოდნის არსი, და ვედურ ლიტერატურაში მრავალი უპანიშადიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს ბჰაგავად-გიტა, ინგლისურ ენაზე ბევრი კომენტარი არსებობს, და ბჰაგავად-გიტაზე კიდევ ერთი ინგლისური კომენტარის აუცილებლობის ახსნა შემდეგნაირად შეიძლება. ერთმა ერთმა ამერიკელმა ქალბატონმა, შარლოტ ლე ბლანკმა, მთხოვა, მერჩია ბჰაგავად-გიტას ინგლისურენოვანი გამოცემა, რომლის წაკითხვასაც შეძლებდა. რა თქმა უნდა, ამერიკაში ბჰაგავად-გიტას უამრავი ინგლისურ ენოვანი გამოცემაა, მაგრამ რაც აქამდე მინახავს, არა მარტო ამერიკაში, ინდოეთშიც, ვერც ერთზე იტყვი, რომ აუთენტურია, რადგან თითქმის ყველაში საკუთარი მოსაზრებებია გადმოცემული ბჰაგავად-გიტას კომენტარის სახით, ბჰაგავად-გიტას არსში ჩაუწვდომლად.
ბჰაგავად-გიტას ჭეშმარიტი მნიშვნელობა თავად ბჰაგავად-გიტაშია მოცემული. ის ამგვარია. თუ კონკრეტული წამლის მიღება გვაქვს გადაწყვეტილი, უნდა მივყვეთ ამ წამლის ანოტაციაში მოცემულ კონკრეტულ ინსტრუქციებს. არ შეიძლება რაიმე წამლის ჩვენი მოსაზრებისამებრ ან მეგობრის რჩევის მიხედვით მიღება, ჩვენ წამალი მის ბოთლზე მინიშნებული ინსტრუქციების და ექიმის დანიშნულების მიხედვით უნდა მივიღოთ. მსგავსად, ბჰაგავად-გიტაც ისე უნდა იქნას მიღებული, როგორც თავად მთხრობელმა მოგვაწოდა.