KA/Prabhupada 0026 - პირველ რიგში ისეთ სამყაროში გადახვალთ, სადაც კრიშნა არსებობს



Morning Walk -- October 5, 1975, Mauritius

ინდოელი კაცი: სვამიჯი, ამბობენ, რომ როგორც ჩვენ ვმოქმედებთ... ჩვენ დაბადებას ჩვენი საქმიანობის მიხედვით ვიღებთ. ამრიგად, რამე თუ ჩავიდინეთ, ჩვენ უნდა დავიბადოთ ღმერთის კანონის შესაბამისად.

პრაბჰუპადა: უნდა დაიბადო. ეს ფაქტია. ამას ვერ გაექცევი. მაგრამ დაბადება შენი კარმის მიხედვით უნდა მიიღო.

ინდოელი კაცი: მაგრამ, მაშინ... ეს ნიშნავს, რომ იხდი იმისთვის, რაც დაწერე. დიახ, ეჰ? ამიტომ, როგორ ფიქრობთ...

პრაბჰუპადა: წარმოიდგინეთ, როდესაც თქვენი, ეს პერანგი გაცვდება, მოგიწევთ ერთი პერანგის ყიდვა. ახლა, პერანგი, რომელიც უნდა შეიძინოთ თქვენ ფასზე იქნება დამოკიდებული. თუ კარგი ფასი გაქვთ, კარგ პერანგს მიიღებთ. თუ ფული არ გაქვთ, მაშინ ცუდ პერანგს მიიღებთ. სულ ეს არის.

ინდოელი კაცი: მე ამის თქმა მინდოდა, სვამიჯი, რომ ჯოჯოხეთიც ამ სამყაროშია მოთავსებული, რადგან, თქვენი აზრით, სად უნდა გადავიხადოთ ჩვენი დავალიანებები? ცოდვა, ჩვენი ცოდვის დავალიანება. როგორ ფიქრობთ, სად ვიხდით ამას? ჯოჯოხეთში, რომელიც არ არის...

პრაბჰუპადა: ჯოჯოხეთი თქვენი სასჯელის ადგილია.

ინდოელი კაცი: შესაბამისად თავად დედამიწაზე იმყოფება.

პრაბჰუპადა: რატომ დედამიწაზე?

ინდოელი კაცი: პლანეტა დედამიწაზე, არა?

პრაბჰუპადა: არა. ის შეიძლება იყოს...

ინდოელი კაცი: ნებისმიერ პლანეტაზე?

პრაბჰუპადა: ...მრავალი მილიონი მილის იქით.

ინდოელი კაცი: მაგრამ ის არ იმყოფ... მხოლოდ ჯოჯოხეთია ერთ ადგილზე განთავსებული თუ სამოთ(?) სხვა ადგილას არის განლაგებული? როგორ ფიქრობთ, სვამიჯი?

პრაბჰუპადა: დიახ. დიახ. სხვადასხვა პლანეტებია.

ინდოელი კაცი: ბევრი ადამიანი თავად ამ მსოფლიოშიც იტანჯება.

პრაბჰუპადა: ამრიგად, ისინი ჯერ მომზადებას ჯოჯოხეთურ პლანეტაზე გადიან და მერე მოდიან აქ იგივე ცხოვრების დონეზე სატანჯველად.

ინდოელი კაცი: ჩვენი სული ჩვენი სხეულიდან როდესაც გამოდის, ის ჯოჯოხეთში მიდის თუ...

პრაბჰუპადა: ჯოჯოხეთურ პლანეტაზე.

ინდოელი კაცი: ...ჰემისფეროში თუ დაუყოვნებლივ იღებს დაბადებას?

პრაბჰუპადა: დიახ. ვინც ცოდვილია, ისინი დაუყოვნებლი არ იბადებიან. ისინი ჯერ მომზადებას გადიან ჯოჯოხეთურ პლანეტებზე, თუ როგორ უნდა იტანჯონ უნდა მიეჩვიონ და მერე მიიღებენ დაბადებას, მერე ტანჯვას. როგრც აიეიესი-ს ჩაბარებისას. შემდეგ მაგისტრის დამხმარე ხდები. სწავლობ. მერე მაგისტრი ხდები. სახლში, უკან ღმერთთან დაბრუნებისთვის კვალიფიცირებულიც რომ იყო, ჯერ, პირველ რიგში, გადახვალ ისეთ სამყაროში, სადაც კრიშნა ახლა არსებობს, და იქ მიეჩვევი. შემდეგ წახვალ ნამდვილ ვრინდავანში.

ინდოელი კაცი: შესაბამისად, ჩვენი სიკვდილის შემდეგ...

პრაბჰუპადა: ღმერთის ნებისმიერი გეგმა სრულყოფილია. პუურნამ. პუურნამ ადაჰა პუურნამ იდამ პუურნაატ პუურნამ. (იშოპანიშადი, ინიცირება). რაც ღმერთის შექმნილია, სრულყოფილია.