KA/Prabhupada 1061 - ამ ბჰაგავად-გიტას საგანს ხუთი განსხვავებული ჭეშმარიტების გაგება წარმოადგენს



660219-20 - Lecture BG Introduction - New York

ამ ბჰაგავად-გიტას საგანს ხუთი განსხვავებული ჭეშმარიტების გაგება წარმოადგენს ამირად უფალი კრიშნა გვევლინება, იადჰა იადჰა ჰი დჰარმასია გლაანირ ბჰავატი (BG 4.7) მხოლოდ სიცოცხლის ჭეშმარიტი მიზნის დასამკვიდრებლად. როდესაც ადამიანი ივიწყებს სიცოცხლის ჭეშმარიტ მიზანს, სიცოცხლის ადამიანური ფორმის მისიას, მაშინ ამას ეწოდება დჰარმასია გლაანირ, ადამიანის საქმიანობაში წინასწორობის დარღვევა. ამგვარ გარემოებაში, უამრავ ადამიანთაგან, რომელიც იღვიძებს, ვინც თავის სულს აღვიძებს ამ მდგომარეობის გასაცნობიერებლად, ეს ბჰაგავად-გიტა მისთვის არის მოთხრობილი. ჩვენ უმეცრების ძუ ვეფხვის გადაყლაპულებს ვგავართ, და უფალი, იმყოფება რა ცოცხალი არსებების მიმართ უმიზეზოდ მოწყალე, განსაკუთრებით ადამიანების მიმართ, იგი გვიყვება ბჰაგავად-გიტას, თავის მეგობარ არჯუნას მოწაფედ წარმოგვიჩენს.

არჯუნა უეჭველად... რადგან უფალი კრიშნას თანამგზავრი იყო, ნებისმიერ უმეცრებაზე მაღლა იდგა. მაგრამ მაინც, არჯუნა უმეცრებაში იქნა ჩაგდებული კურუკშეტრას ბრძოლის ველზე მხოლოდ იმისთვის, რომ უზენაესი უფლისთვის ცხოვრებისეული პრობლემების შესახებ კითხვები დაესვა, რომ უფალს შეძლებოდა მათი ახსნა ადამიანთა მომავალი თაობების საკეთილდღეოდ, მისი ცხოვრების გეგმის მოსახაზად და მისი მიხედვით სამოქმედოდ, ასე, რომ მისი ცხოვრება, მისი ადამიანად ცხოვრების მისია, სრულყოფილი გაეხადა.

ამრიგად ამ ბჰაგავად-გიტას საგანს ხუთი სხვადასხვა ჭეშმარიტების გაგება წარმოადგენს. პირველი ჭეშმარიტებაა, თუ რას წარმოადგენს ღმერთი. ეს ღმერთის შესახებ მეცნიერების საწყისი შესწავლაა. ამრიგად, აქ ახსნილია მეცნიერება ღმერთის შესახებ. შემდგომ, ცოცხალი არსების, ჯივას, კონსტიტუციური მდგომარეობა. იშვარა და ჯივა. უფალი, უზენაესი უფალი, მას იშვარას უწოდებენ. იშვარა ნიშნავს, ის, ვინ აკონტროლებს, ხოლო ჯივა, ცოცხალი არსებები არიან... ჯივები, ცოცხალი არსებები, არ არიან იშვარა, ანუ ვინც აკონტროლებს. მათ თავად უწევენ კონტროლს. ხელოვნურად თუ განვაცხადებ „მე არ მაკონტროლებენ, მე თავისუფალი ვარ,“ ეს არ მიგვანიშნებს საღადმოაზროვნე ადამიანზე. ცოცხალი არსება ყველა ასპექტით კონტროლირებადია. სულ ცოტა, მისი განპირობებული სიცოცხლე კონტროლირებადია. ამგვარად, ამ ბჰაგავად-გიტას საგანი გვაგებინებს იშვარას, უზენაეს მაკონტროლებელს, აგრეთვე, კონტროლირებდ ცოცხალი არსებებს, და პრაკრიტის, ბუნებას, მატერიალურ ბუნებას. შემდეგია დრო, ან მთელი სამყაროს არსებობის ხანგრძლივობა, ან მატერიალური ბუნების ეს გამოვლინება, და დროის ხალნგრძლივობა, ან მარადიული დრო. და კარამა. კარმა ნიშნავს საქმიანობას. ყველაფერი, მთელი სამყარო, სრულად კოსმიური გამოვლინება აღსავსეა სხვადასხვაგვარი საქმიანობით. განსაკუთრებით ცოცხალი არსებები, ისინი ჩართულნი არიან სხვადასხვა საქმიანობებში. ამრიგად, ბჰაგავად-გიტადან უნდა ვისწავლოთ იშვარა, რა არის ღმერთი, ჯივა, რას წარმოადგენენ ეს ცოცხალი არსებები, და პრაკრიტი, რას წარმოადგენს ეს კოსმიური გამოვლინება, და როგორ კონტროლდება ის დროის მიერ, და რას წარმოადგენენ ეს საქმიანობები?

ამრიგად, ამ ხუთი საგნიდან, ბჰაგავად-გიტაში დამკვიდრებულია, რომ ღმრთეების უზენაესი პიროვნება, ან კრიშნა, ან ბრაჰმანი ან პარამატმა... შეგიძლიათ, რაც გინდათ ის დაუძახოთ. მაგრამ უზენაესი მაკონტროლებელი. არსებობს უზენაესი მაკონტროლებელი. ამრიგად, უზენაესი მაკონტროლებელი ყველაზე დიადია. და ცოცხალი არსებები, თვისობრივად ისინი უზენაესი მაკონტროლებლის მსგავსნი არიან. უზენაესი მაკონტროლებლის, უფლის მსგავსად, იგი აკონტროლებს სამყაროსეულ საქმეებს, მატერიალურ ბუნებას, როგორ... ბჰაგავად-გიტას მომდევნო თავებში იქნება განმარტებული, რომ ეს მატერიალური ბუნება არ არის დამოუკიდებელი. იგი უზენაესი უფლის გამგებლობის ქვეშ მოქმედებს. მაიადჰიაკშენა პრაკრტიჰ სუიატე სა-ჩარაჩარამ (BG 9.10) „ეს მატერიალური ბუნება ჩემი გამგებლობის ქვეშ მოქმედებს,“ მაიადჰიაკშენა, „ჩემი ზედამხედველობის ქვეშ.“