KA/Prabhupada 1069 - რელიგია ატარებს რწმენის იდეას. რწმენა შეიძლება შეიცვალოს - სანატანა-დჰარმა ვერ შეიცვლე



660219-20 - Lecture BG Introduction - New York

ამრიგად, სანატანა-დჰარმა, როგორც ზემოთ ვახსენეთ, უზენაესი უფალი სანატანაა, და ტრანსცენდენტული სამყოფელი, რომელიც სულიერი ცის მიღმა იმყოფება, ისიც სანატანაა. და ცოცხალი არსებები, ეგენიც სანატანა არიან. ამრიგად, ურთიერთობა სანატანა უზენაეს უფალთან, სანატანა ცოცხალ არსებებთან, სანატანა მარადიულ საუფეველში არის ადამიანურ ფორმაში ცხოვრების საბოლოო მიზანი. უფალი ძალიან კეთილია ცოცხალი არსებების მიმართ რადგან ცოცხალი არსებები უზენაესი უფლის შვილებად არის მიჩნეული. უფალი აცხადებს სარვა-იონიშუ სამბჰავანტი მურტაიო იაჰ (BG 14.4). ყველა ცოცხალი, ყველა ტიპის ცოცხალი არსება... არსებობს ცოცხალი არსებების განსხვავებული ტიპები მათი განსხვავებული კარმის მიხედვით, მაგრამ უფალი ამტკიცებს, რომ ის ყველა ცოცხალი არსების მამაა, და შესაბამისად უფალი ეშვება, რომ უკან მოუხმოს ყველა ამ დავიწყებულ განპირობებულ სულს სანატანა-დჰარმისკენ, სანატანა ცისკენ, რომ სანატანა ცოცხალმა არსებამ კვლავ დაიკავოს თავისი სანატანა მდგომარეობა უფალთან მარადიულ ურთიერთობაში. იგი თავად გვევლინება სხვადასხვა ინკარნაციაში. იგი თავის ნდობით აღსავსე მსახურს აგზავნის, როგორც შვილს ან თანამოინახეს ან აჩარიას, რომ უკან მოუხმოს განპირობებულ სულებს.

და შესაბამისად, სანატანა-დჰარმა არ ნიშნავს რაიმე რელიგიის სექტანტურ პროცესს. ის არის მარადიული ცოცხალი არსებების მარადიულ უზენაეს უფალთან ურთიერთობაში მრადიული ფუნქცია. რაც სანატანა-დჰარმას შეეხება, ის მარადიულ საქმიანობას ნიშნავს. შრიპადა რამანუჯაჩარიამ განმარტა სიტყვა სანატანა, როგორც „რამ, რასაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული.“ და როდესაც სანატანა-დჰარმის შესახებ ვსაუბრობთ, ჩვენ ეს ჭეშმარიტებად უნდა მივიღოთ შრიპადა რამანუჯაჩარიას ავტორიტეტით, რომ მას არ აქვს არც დასაწყისი და არც დასასრული. ტერმინი რელიგია ცოტათი განსხვავდება სანატანა-დჰარმისგან. რელიგია გულისხმობს რწმენის იდეას. რწმენა შეიძლება შეიცვალოს. შეიძლება რაღაც კონკრეტული პროცესის რწმენა გქონდეს, და მოგვიანებით ეს რწმენა შეიძლება შეგეცვალოს და სხვა რწმენა მიიღო. მაგრამ სანატანა-დჰარმა ნიშნავს მას, რაც ვერ შეიცვლება, რისი შეცვლაც შეუძლებელია. როგორც წყალი და თხევადობა. წყლის თხევადობას ვერ შეცვლით. ვერც მხურვალებისა და ცეცხლის. მხურვალება ცეცხლისგან ვერ შეიცვლება. მსგავსად, მარადიული ცოცხალი არსების მარადიული ფუნქცია, რომელიც სანატანა-დჰარმად არის ცნობილი, ვერ შეიცვლება. შეუძლებელია მისი შეცვლა. ჩვენ უნდა აღმოვაჩინოთ, რაში მდგომარეობს მარადიული ცოცხალი არსების მარადიული ფუნქცია. როდესაც ჩვენ სანატანა-დჰარმაზე ვსაუბრობთ, შესაბამისად, ჩვენ ის ბრმად უნდა ვირწმუნოთ შრიპადა რამანუჯაჩარიას ავტორიტეტით, რომ მას არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. რაღაცა, რასაც დასასრული არ აქვს, დასაწყისი არ არქვს, ვერ იქნება სექტანტული ან რაიმე საზღვრით შემოფარგლული. როდესაც სანატანა-დჰარმის შესახებ კონფერენციას ვატარებთ, რაიმე არამარადიული რელიგიური რწმენის მიმდევართ შეიძლება მცდარი მოსაზრება გაუჩნდეთ, რომ ჩვენ რაღაც სექტანტურ ამბავში ვართ ჩართულები. მაგრამ ჩვენ საკითხს ვუღრმავდებით და თანამედროვე მეცნიერების კუთხიდან ვუდგებით ყველაფერს, ჩვენთვის შესაძლებელი იქნება სანატანა-დჰარმას დანახვა, როგორც მსოფლიოს ყველა ხალხების, არა, სამყაროს ყველა ცოცხალი არსების საქმიანობის არა-სანატანა რელიგიურ რწმენას შეიძლება რაიმე დასაწყისი გააჩნდეს ადამიანთა საზოგადოების მატეანეში, მაგრამ სანატანა-დჰარმას ვერ ექნება ისტორია, რადგან ის განაგრძობს თავის არსებობას ცოცხალი არსებების ისტორიაში. რაც ცოცხალ არსებებს შეეხება, ჩვენ ავტორიტეტულ შასტრებში ვნახულობთ, რომ ცოცხალ არსებებსაც არ გააჩნიათ დაბადება და სიკვდილი. ბჰაგავად-გიტაში ნათლად არის ნათქვამი რომ ცოცხალი არსება არასოდეს დაბადებულა და არც არასოდეს მოკვდება. ის მარადიულია, დაურღვეველია, და განაგრძობს ცხოვრებას ამ დროებითი მატერიალური სხეულის განადგურების შემდეგ.