KA/Prabhupada 1068 - არსებობს სამი ტიპის საქმიანობა ბუნების გუნების მიხედვით



660219-20 - Lecture BG Introduction - New York

უფალი, არის რა პურნამ ანუ სრულყოფილი, ვერანაირად ვერ დაექვემდებარება ის მატერიალური ბუნების კანონებს. შესაბამისად, საკმაოდ გონიერი უნდა იყო, რომ იცოდე, რომ უფლის გარდა, ამ სამყარაში არავინ არაფერს არ ფლობს. ეს განმარტებულია ბჰაგავად-გიტაში:

ahaṁ sarvasya prabhavo
mattaḥ sarvaṁ pravartate
iti matvā bhajante māṁ
budhā bhāva-samanvitāḥ
(BG 10.8)

აჰამ სარვასია პრაბჰავო მატტაჰ სარვამ პრავარტატე იტი მატვა ბჰაჯანტე მაამ ბუდჰაა ბჰაავა-სამანვიტააჰა (ბგ 10.8).

უფალი არის თავდაპირველი შემქმნელი. იგი არის ბრაჰმას შემქმნელი, ის შემქმნელია... ესეც ახსნილია. ის არის ბრაჰმას შემქმნელი. 11-ე თავში უფალს მიმართავენ, როგორც პრაპიტაამაჰა (BG 11.39) რადგან ბრაჰმას მიმართავენ, როგორც პიტაამაჰა, ბაბუას, მაგრამ ის ბაბუს შემქმნელიცაა. შესაბამისად, არავინ უნდა დაიჩემოს რაიმეს ფლობა, მაგრამ უნდა მიიღოს მისთვის უფლის მიერ კვოტის სახით გადადებული რაღაცეები. ახლა, ბევრი მაგალითი არსებობს თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ უფლის მიერ ბოძებული. ესეც არის ახსნილი ბჰაგავად-გიტაში. არჯუნამ, დასაწყისში გადაწყვიტა, რომ არ უნდა იომოს. ეს მისი პირადი მოსაზრება იყო. არჯუნამ უთხრა უფალს, რომ მისთვის შეუძლებელი იქნებოდა სამეფოთი დატკბობა საკუთარი ნათესავების მოკვლის შემდეგ. და მისი ეს მოსაზრება ეფუძნებოდა მის სხეულისეულ კონცეფციას. რადგან ის თვლიდა, რომ მისი სხეული ეს თვითონ იყო, ხოლო ნათესავების სხეულები, მისი ძმები, მისი ძმისშვილები, მისი სიმამრი და მისი ბაბუა, ისინი მისი სხეულის განვრცობა იყვნენ და ამგვარად ფიქრით მისი სხეულისეული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ცდილობდა. და უფლის მიერ ეს ყველაფერი ნათქვამი იყო მხოლოდ მოსაზრების შესაცვლელად. და ის დათანხმდა უფლის ზედამხედველობის ქვეშ სამოქმედოდ. და მან თქვა, კარიშიე ვაჩანამ ტავა (BG 18.73).

შესაბამისად, ამ სამყაროში ადამიანის დანიშნულებას არ წარმოადგენს ძაღლისა და კატის მსგავსად ჩხუბი. ისინი იმდენად გონიერები უნდა იყონ, რომ გააცნობიერონ ადამიანური ცხოვრების მნიშვნელობა და უარი თქვან ჩვეულებრივი ცხოველივით ქცევაზე. მან უნდა... ადამიანმა უნდა გაიაზროს ადამიანის ცხოვრების მიზანი. ეს მიმართულება მოცემულია მთელ ვედურ ლიტერატურაში, ხოლო არსი გადმოცემულია ბჰაგავად-გიტაში. ვედური ლიტერატურა ადამიანებისთვის არის განსაზღვრული და არა კატების და ძაღლებისთვის. კატებს და ძაღლებს შეუძლიათ საკვებად ცხოველები მოკლან და ეს მათ ცოდვად არ ჩაეთვლებათ. მაგრამ თუ ადამიანი თავისი დაუოკებელი გემოვნების დასაკმაყოფილებლად ცხოველს მოკლავს, მან პასუხი უნდა აგოს ბუნების კანონების დარღვევისთვის. და ბჰაგავად-გიტაში ნათლად არის განმარტებული, რომ არსებობს სამი სახის საქმიანობა ბუნების სხვადასხვა გუნის შესაბამისად: საქმიანობა სათნოებაში, საქმიანობა ვნებაში, საქმიანობა უმეცრებაში. მსგავსად, სამი ტიპის საკვებიც არსებობს: საკვები სათნოებაში, საკვები ვნებაში, საკვები უმეცრებაში. ისინი ნათლად არის განმარტებული, და თუ ბჰაგავად-გიტას მითითებებს სწორად გამოვიყენებთ, მაშინ მთელი ჩვენი ცხოვრება გაიწმინდება და საბოლოოდ, ჩვენ შევძლებთ მიზნის მიღწევას. იად გატვაა ნა ნივარტანტე ტად დჰაამა პარამამ მამა (BG 15.6).

ეს ინფორმაცია ბჰაგავად-გიტაშია მოცემული, რომ ამ მატერიალური ცის მიღმა, არსებობს სხვა სულიერი ცა, რომელსაც სანატანა ცა ეწოდება. ამ ცაში, ამ დაფარულ ცაში, ყველაფერი დროებითია. ის გამოვლინდება, რაღაც დროით არსებობს, გვაძლევს რაღაც გვერდით პროდუქციას, და შემდეგ მცირდება, და ბოლოს უჩინარდება. ეს გახლავთ ამ მატერიალური სამყაროს კანონი. აიღეთ ეს სხეული, აიღეთ ხილი ან ნებისმერი რამ, რაც აქ შეიქმნა, მას დასასრულს განადგურება ემუქრება. ამრიგად, ამ დრებითი სამყაროს მიღმა არსებობს სხვა სამყარო, რომლის შესახებაც ინფორმაცია აქ არის მოცემული, ეს პარას ტასმაატ ტუ ბჰაავან ანიაჰ (BG 8.20). არსებობს სხვა სამყაროც, სანატანა, რომელიც მარადიულია. და ჯივა, ჯივაც განხილულია, როგორც სანატანა. მამაივამსო ჯივა-ბჰუტაჰა ჯივა-ლოკე სანატანაჰ (BG 15.7) და უფალიც 11-ე თავში განმარტებულია, როგორც სანატანა. ამიტიმ, რადგან უფალთან ახლო მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს, ჩვენ ხარისხობრივად ერთნი ვართ... სანატანა დჰამა, და სანატანა უზენაესი პიროვნება, და სანატანა ცოცხალი არსებები, ყველა ერთ ხარისხობრივ სიბრტყეზე იმყოფება. შესაბამისად ბჰაგავად-გიტას ძირითადი მიზანი არის ჩვენი სანატანა საქმიანობის გამოღვიძება ან სანატანა, ამას სანატანა-დჰამა ეწოდება, ანუ ცოცხალი არსების მარადიული საქმიანობა. ჩვენ ახლა ვართ დროებით სხვადასხვა საქმიანობაში ჩართულნი და ყველა ეს საქმიანობა გაწმენდის პროცესშია. როდესაც ყველა ამ დროებით საქმიანობას მივანებებთ თავს, სარვა დჰარმაან პარიტიაია (BG 18.66), და როდესაც ისეთ საქმიანობას შევუდგებით, როგორიც უფალს სურს, ამას ეწოდება ჩვენი წმინდა ცხოვრება.