KA/Prabhupada 1075 - ჩვენ ვემზადებით მომდევნო ცხოვრებისთვის ამ ცხოვრებაში გაწეული საქმიანობით



660219-20 - Lecture BG Introduction - New York

უფალი ამბობს, რომ ანტა-კაალე ჩა მაამ ევა სმარან მუკტვაა კალევარამ (ბგ 8.5). ვინც ამ მატერიალურ სხეულს ტოვებს, თუ უბრალოდ გაიხსენებს უფალ კრიშნას, ღმრთეების უზენაეს პიროვნებას, ის უმალ მიიღებს სულიერ სხეულს, რომელიც სატ-ჩიდ-აანანდა-ვიგრაჰაა (ბს 5.1). მატერიალურ სამყაროში ამ სხეულის დატოვებისა და სხვა სხეულის მიღების პროცესი ასევე ორგანიზებულია. კაცი კვდება, როდესაც უკვე გადაწყვეტილია, მომავალ ცხოვრებაში როგორი ფორმის სხეული ექნება. მაგრამ ამ გადაწყვეტილებას უზენაესი ავტორიტეტები იღებენ. იმის მსგავსად, როდესაც ჩვენი მსახურების მიხედვით ან გვაწინაურებენ ან გვაქვეითებენ. მსგავსად, ჩვენი საქმიანობის მიხედვით ჩვენ... ქმედებები ამ ცხოვრებისას, ცხოვრების განმავლობაში გაწეული საქმიანობა შემდეგი ცხოვრების მოსამზადებელი პლაცდარმია. ჩვენ მომდევნო ცხოვრებისთვის ამ ცხოვრებისას გაწეული საქმიანობით ვემზადებით. ამრიგად, თუ შეგვიძლია ჩვენი ამ ცხოვრებისას ღმერთის სასუფეველში დაწინაურებისათვის მომზადება, მაშინ უეჭველად, წასვლის შემდეგ, ამ მატერიალური სხეულის დატოვების შემდეგ... უფალი ამბობს იაჰა პრაიაატი, ის ვინც მიდის, სა მად-ბჰაავამ იაატი (ბგ 8.5), მად-ბჰაავამ... ის ისეთივე სულიერ სხეულს ღებულობს, როგორიც უფალს გააჩნია ან მსგავს სულიერ ბუნებას. ახლა, არსებობენ სხვადასხვა ტიპის ტრანსცენდენტალისტები, როგორც უკვე ზემოთ განვმარტეთ. ბრაჰმავაადი, პარამაატმავაადიი და ერთგულები. სულიერ ცაზე ან ბრაჰმა-ჯიოტიში არსებობს სულიერი პლანეტები, ურიცხვი სულიერი პლანეტა, ჩვენ უკვე განვიხილეთ. და ამ პლანეტათა რაოდენობა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ამ მარეტიალურ სამყაროში არსებულ სამყაროთა რაოდენობაა. ეს მატერიალური სამყარო არის ეკაამშენა სტჰიტო ჯაგატ (ბგ 10.42). ეს არის მთელი გამჟღავნებული ქმნილების ერთი მეოთხედი ნაწილი. ქმნილების სამი მეოთხედი სულიერ სამყაროს წარმოადგენს და ამ ქმნილების ერთ მეოთხედში მილიონობით მსგავსი სამყაროები არსებობს, რომლებსაც ჩვენ მოცემული მომენტისთვის განვიცდით. და ერთ სამყაროში არსებობს მილიონობით და მილიარდობით პლანეტები. ამრიგად, მთლიანად მატერიალურ სამყაროში არსებობს მილიონობით და ტრილიონობით მზეები და ვარსკვლავები და მთვარეები, მაგრამ მთელი ეს მატერიალური სამყარო სრული გამჟღავნებული ქმნილების მხოლოდ ერთ მეოთხედს წარმოადგენს. სამი მეოთხედი სულიერ ცაზეა გამჟღავნებული. ახლა, ეს მად-ბჰაავამ, ვისაც სურს უზენაეს ბრაჰმანთან შერწყმა, ის უერთდება უზენაესი უფლის ბრაჰმა-ჯიოტის. მად-ბჰაავამ ნიშნავს ბრაჰმა-ჯიოტის, აგრეთვე ბრაჰმა-ჯიოტიში არსებულ სულიერ პლანეტებს. და ერთგულები, ვისაც სურს უფალთან უერთიერთობით დატკბობა, ისინი ერწყმიან პლანეტებს, ვაიკუნთჰა პლანეტებს. არსებობს უსასრულო რაოდენობის ვაიკუნთხა პლანეტები, და უფალი, უზენაესი უფალი შრი კრიშნა, თავისი შეუზღუდავი ექსპანსიით ნარაიანას სახით, რომელსაც ოთხი ხელი და სხვადასხვა სახელი აქვს, პრადიუმნა, ანირუდდჰა, და მადჰავა, გოვინდა... ამ ოთხხელა ნარაიანას ურიცხვი რაოდენობის სახელი აქვს. ასე ერთერთი პლანეტა, რომელიც ასევე მად-ბჰაავამ-ია, რომელიც ასევე სულიერი ბუნების ნაწილია. ასე რომ, თუ რომელიმე ტრანსცენდენტალისტი, რომელიც სიცოცხლის ბოლოს ან ფიქრობს ბრაჰმა-ჯიოტოზე ან მედიტირებს პარამატმაზე ან ფიქრობს ღმრთეების უზენაეს პიროვნებაზე, შრი კრიშნაზე, ნებისმიერ ამ შემთხვევათაგან, ის სულიერ ცაზე მიემართება. მაგრამ მხოლოდ ერთგულები, რომლებსაც პირადი შეხება ჰქონდათ უზენაეს უფალთან, მიემართებიან ვაიკუნთჰა პლანეტებზე ან გოლოკა ვრინდაავანა პლანეტაზე. უფალი ამბობს, იაჰა პრაიაატი სა მად-ბჰაავამ იაატი ნაასტი ატრა სამშაიაჰა (ბგ 8.5). ეს უეჭველია. ამის უნდა გვჯეროდეს. ზუსტად ეს არის პრობლემა. ასე რომ, ვკითხულობთ ბჰაგავად-გიტას მთელი სიცოცხლე, მაგრამ როდესაც უფალი ისეთ რაღაცას ამბობს, რაც ჩვენს წარმოდგენებს არ შეესაბამება, ამას უარვყოფთ. ეს არ არის ბჰაგავად-გიტას კითხვის პროცესი. არჯუნას მსგავსად სარვამ ეტამ რიტამ მანიე (ბგ 10.14), „მე ყველაფრის მჯერა, რაც შენ თქვი.“ მსგავსად, ისმინე, შეისმინე. უფალი ამბობს, რომ სიკვდილის დროს, ვინც მასზე იფიქრებს, როგორც ბრაჰმანზე, ან პარამატმაზე ან ღმრთეების პიროვნებაზე, უდავოდ შეაღწევს სულიერ ცაზე და ამის შესახებ ეჭვი არ არსებობს. არ შეიძლება ამის არ გვჯეროდეს. და თავად პროცესი, ზოგადი წესი ასევე აღწერილია ბჰაგავად-გიტაში, როგორ უნდა, როგორ ხდება შესაძლებელი სულიერ სამეფოში შეღწევა სიკვდილის დროს უზენაესზე უბრალოდ ფიქრის მეშვეობით. ამიტომ, ზოგადი პროცესიც არის ნახსენები:

yaṁ yaṁ vāpi smaran bhāvaṁ
tyajaty ante kalevaram
taṁ tam evaiti kaunteya
sadā tad-bhāva-bhāvitaḥ
(ბგ 8.6)

იამ იამ ვააპი სმარან ბჰაავამ ტიაჯატყ ანტე კალევარამ ტამ ტამ ევაიტი კაუნტეყა სადაა ტად-ბჰაავა-ბჰაავიტაჰა (ბგ 8.6).