KA/Prabhupada 1078 - უფალზე ოცდაოთხ საათიანი ფიქრით დაკავებული ჭკუასა და ინტელექტში ჩაფლული
660219-20 - Lecture BG Introduction - New York
როდესაც უზენაესი უფლის მიმართ ძლიერი სიყვარულის გრძნობა გაგაჩნია, მაშინ შესაძლებელია, რომ ერთდროულად ჩვენი მოვალეობის შესრულებით ვიყოთ დაკავებული და თან უფალი გვახსოვდეს. ამრიგად ასეთი გრძნობა უნდა განვივითაროთ. როგორც არჯუნამ, რომელიც მუდამ უფალზე ფიქრობდა. ის, ოცდაოთხი საათიდან, ერთი წამითაც კი ვერ ივიწყებდა კრიშნას. კრიშნას მუდმივი თანამგზავრი. ამავე დროს, მეომარი. უფალმა კრიშნამ არ ურჩია არჯუნას ბრძოლის მიტოვება, ტყეში წასვლა, ჰიმალაებში წასვლა და მედიტირება. როდესაც არჯუნას იოგას სისტემა შესთავაზეს, არჯუნამ ის უარყო, „ეს სისტემა ჩემთვის შეუძლებელია.“ შემდგომ უფალამა თქვა, იოგინაამ აპი სარვეშაამ მად-გატენაანტარაატმანაა (ბგ 6.47). მად-გატენაანტარაატმანაა შრადდჰაავაან ბჰაჯატე იო მაამ სა მე იუკტატამო მატაჰა. ამრიგად, ვინც მუდამ უზენაეს უფალზე ფიქრობს, ის უდიადესი იოგია, ის ყველაზე მეტად ჯნანია, და ამავდროულად უდიდესი ერთგულია. უფალი ურჩევს, რომ ტასმაატ სარვეშუ კაალეშუ მაამ ანუსმარა იუდჰია ჩა (ბგ 8.7). „როგორც ქშატრია, შენ ვერ მიატოვებ შენს ბრძოლის ვალდებულებას. შენ უნდა იბრძოლო. მაგრამ, თუ თანავდროულად მუდამ ჩემზე იფიქრებ, ეს შესაძლებელი იქნება,“ ანტა-კაალე ჩა მაამ ევა სმარან (ბგ 8.5), „მაშინ შესაძლებელი იქნება გარდაცვალებისას ჩემი გახსენებაც.“ მაიი არპიტა-მანო-ბუდდჰირ მაამ ევაიშიასი ასამშაიაჰა. კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ეს უეჭველია. თუ ვინმე სრულად არის მინდობილი უფლისადმი მსახურებას, უფლის ტრანსცენდენტული სიყვარულით მსახურებას, მაიი არპიტა-მანო-ბუდდჰირ (ბგ 8.7). რადგან ჩვენ სინამდვილეში საქმიანობას ჩვენი სხეულით არ ვეწევით. ჩვენ ჭკუითა და ინტელექტით ვმოქმედებთ. ამრიგად, თუ ჩვენი გონება და ინტელექტი მუდამ დაკავებული იქნება უზენაეს უფალზე ფიქრით, მაშინ, ბუნებრივია, ჩვენი გრძნობებიც უფლის სამსახურში იქნება ჩაფლული. ეს არის ბჰაგავად-გიტას საიდუმლო. ეს ხელოვნება უნდა შევისწავლოთ, როგორ უნდა იქნა ჩაფლობილი, როგორც გონებით, ასევე ინტელექტით, უფალზე ოცდაოთხი საათის განმავლობაში ფიქრში. და ეს დაგვეხმარება ღმერთის სამეფოში გადანაცვლებაში ან სულიერ ატმოსფეროში განადაცვლებაში ამ მატერიალური სხეულის დატოვების შემდეგ. თანამედროვე მეცნიერები, წლების მანძილზე ერთობლივად ცდილობენ, მიაღწიონ მთვარეს, და დღემდე ვერ შეძლეს ამის გაკეთება. მაგრამ ბჰაგავად-გიტაში, არის მითითება. დავიშვათ ადამიანი კიდენ ორმოცდაათი წელი იცხოვრებს და ის... ასე რომ, არავინ ცდილობს სულიერ აზროვნებამდე ამაღლებას ორმოცდაათი წლის განმავლობაში. ეს კარგი აზრია. მაგრამ, თუ ათი წლის ან ხუთი წლის განმავლობაში გულწრფელად ვეცდებით ამ პრაქტიკის განხორციელებას, მაიი არპიტა-მანო-ბუდდჰირ (ბგ 8.7)... ეს უბრალოდ პრაქტიკის საკითხია. და ეს პრაქტიკა ბევრად გაადვილდება ერთგულების პროცესის არსებობისას, შრავანამ. შრავანამ. ყველაზე მარტივი პროცესია.
- śravaṇaṁ kīrtanaṁ viṣṇoḥ
- smaraṇaṁ pāda-sevanam
- arcanaṁ vandanaṁ dāsyaṁ
- sakhyam ātma-nivedanam
- (შბ 7.5.23)
შრავანამ კირტანამ ვიშნოჰ სმარანამ პაადა-სევანამ არჩანამ ვანდანამ დაასიამ საკჰიამ აატმა-ნივედანამ (შბ 7.5.23).
ეს ცხრა პროცესი. ამრიგად ყველაზე ადვილი პროცესია უბრალოდ მოსმენა.