KA/Prabhupada 1079 - ბჰაგავად-გიტა ტრანსცენდენტული ლიტერატურაა, რომელიც გულდასმით უნდა წავიკითხოთ
660219-20 - Lecture BG Introduction - New York
ბჰაგავად-გიტას ან შრიმად-ბჰაგავატამის რეალიზებული პიროვნებისგან გაგონება, ეს გამოგვაწრთობს უზენაეს პიროვნებაზე ოცდაოთხი საათის განმავლობაში ფიქრში, რაც უეჭველად მიგვიყვანს, ანტა-კაალე, უზენაესი უფლის გახსენებისკენ, და ამრიგად, ამ სხეულის დატოვების შემდეგ, სულიერ სხეულს მივიღებთ, სულიერ სხეულს, რომელიც უფალთან საურთიერთოდ არის საჭირო. შესაბამისად, უფალი ამბობს,
- abhyāsa-yoga-yuktena
- cetasā nānya-gāminā
- paramaṁ puruṣaṁ divyaṁ
- yāti pārthānucintayan
- (ბგ 8.8)
აბჰიაასა-იოგა-იუკტენა ჩეტასაა ნაანია-გაამინაა პარამამ პურუშამ დივიამ იატი პარტჰანუცინტაიან (ბგ 8.8).
ანუჩინტაიან, მუდმივად მხოლოდ მასზე ფიქრი. ეს პროცესი არ არის ძალიან რთული. ეს პროცესი ამ საქმეში გამოცდილი ადამიანისგან უნდა ვისწავლოთ. ტად ვიჯნაანაარტჰამ სა გურუმ ევააბჰიგაჩჰეტ (მუ 1.2.12). ისეთ ადამიანს უნდა მივმართოთ, ვინც უკვე პროცესშია. ამრიგად, აბჰიაასა-იოგა-იუკტენა. ამას ქვია აბჰიაასა-იოგა, ვარჯიში. აბჰიაასა... როგორ უნდა გვახსოვდეს უზენაესი უფალი მუდამ. ჩეტაშა ნაანია-გაამინაა. გონება მუდამ დახტის ხან აქ, ხან იქ. შესაბამისად, უნდა ვივარჯიშოთ გონების უზენაესი უფლის, შრი კრიშნას ფორმაზე მუდმივად კონცენტრირება, ან ბგერაზე, მის სახელზე, რაც საქმეს აადვილებს. გონების კონცენტრაციის მაგივრად - ჩემი გონება შეიძლება ძალიან მოუსვენარი იყოს, აქეთ-იქეთ მიედ-მოედებოდეს, მე შემიცლია სმენის კრიშნას ბგერით ვიბრაციაზე კონცენტრირება, და ესეც დამეხმარება. ესეც აბჰიაასა-იოგაა. ჩეტაშაა ნაანია-გაამინაა პარამამ პურუშამ დივიამ. პარამამ პურუშა, ეს ღმრთეების უზენაესი პიროვნება სულიერ სასუფეველში, სულიერ ცაზე, მასთან მიახლოვება შესაძლებელია, ანუჩინტაიან, მუდამ ფიქრით. ამრიგად, ეს პროცესები, გზები და საშუალებები, ყველა მოყვანილია ბჰაგავად-გიტაში. და არავისთვის არ არის რაიმე ბარიერი დაწესებული. ისე კი არ არის, რომ მხოლოდ გარკვეული კლასის წარმომადგენლებს შეუძლიათ მიახლოვება. უფალ კრიშნაზე ფიქრი, უფალი კრიშნას შესახებ მოსმენა ყველასთვისაა შესაძლებელი. და უფალი ამბობს ბჰაგავად-გიტაში,
- māṁ hi pārtha vyapāśritya
- ye 'pi syuḥ pāpa-yonayaḥ
- striyo vaiśyās tathā śūdrās
- te 'pi yānti parāṁ gatim
- (ბგ 9.32)
მაამ ჰი პაარტჰა ვიაპააშრიტია იე 'პი სიუჰა პააპა-იონაიაჰა სტრიიო ვიაშიაას ტატჰაა შუდრაას ტე 'პი იაანტი პარაამ გატიმ (ბგ 9.32).
- kiṁ punar brāhmaṇāḥ puṇyā
- bhaktā rājarṣayas tathā
- anityam asukhaṁ lokam
- imaṁ prāpya bhajasva mām
- (ბგ 9.33)
კიმ პუნარ ბრააჰმანააჰა პუნიაა ბჰაკტაა რააჯარშაიას ტატჰაა ანიტიამ ასუკჰამ ლოკამ იმამ პრააპია ბჰაჯასვა მამ (ბგ 9.33).
უფალი ამბობს, რომ სიცოცხლის უმდაბლესი სტატუსის, სიცოცხლის უმდაბლესი სტატუსის მქონე ადამიანსაც კი და დაცემულ ქალსაც, ან ვაჭარსაც, ან მუშათა კლასის წარმომადგენელსაც... ვაჭართა კლასი, მუშათა კლასი, და ქალთა კლასი, ერთ კატეგორიას არიან მიკუთვნებულნი, რადგან მათი ინტელექტი არ არის საკმაოდ განვითარებული. მაგრამ უფალი ამბობს, რომ ამთაც, ან მათზე უფრო დაბლა მყოფთაც, მაამ ჰი პაარტჰა ვიაპააშრიტია იე 'პი სიუჰა (ბგ 9.32), არა მარტო მათ ან მათზე დაბლა მყოფთ, ან ნებისმიერს. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის, ან რას წარმოადგენს, თუ ის ბჰაკტი-იოგას პრინციპს ღებულობს და უზენაეს უფალს მიიჩნევს ცხოვრების უმაღლეს მადლად, უმაღლეს მიზნად, ცხოვრების უმაღლეს ამოცანად... მაამ ჰი პაარტჰა ვიაპააშრიტია იე 'პი სიუჰა, ტე 'პი იაანტი პარაამ გატიმ. ეს პარაამ გატიმ სულიერ სამეფოში და სულიერ ცაზე, ნებისმიერს შეუძლია მიახლოვება. უბრალოდ სისტემაში უნდა ივარჯოშოს. სისტემის შესახებ მინიშნება კარგად არის მოცემული ბჰაგავდ-გიტაში და შეგვიძლია მისი მიღება და ცხოვრების სრულყოფა და ცხოვრების მარადიული გადაწყვეტა. ეს არის მოკლედ და ბჰაგავად-გიტას ძირითადი არსი. შესაბამიასდ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბჰაგავად-გიტა არის ტრანსცენდენტული ლიტერატურა, რომელიც გულდასმით უნდა წავიკითხოთ. გიტა-შაასტრამ იდამ პუნიამ იაჰ პატჰეტ პრაიატაჰა პუმაან. და შედეგად, თუ სწორედ მივყვებით დარიგებებს, შეიძლება განვთავისუფლდეთ ცხოვრებისეული უბედურებებისგან, ცხოვრების ყველა შიშებისგან. ბჰაია-შოკაადი-ვარჯიტაჰ (გიტა-მაჰატმია 1). ცხოვრების ყველა შიში, ამ ცხოვრებაში, აგრეთვე, შემდეგ ცხოვრებაში ჩვენ სულიერ ცხოვრებას მივიღებთ. გიტაადჰიააიანა-შილასია პრაანააიამა-პარასია ჩა ნაივა სანტი ჰი პააპაანი პუურვა-ჯანმა-კრიტაანი ჩა (გიტა-მააჰაატმია 2). კიდევ ერთი სარგებელია იმაში, თუ ვინმე ბჰაგავად-გიტას კითხულობს, ძალიან გულწრფელად და მთელი სერიოზულობით, მაშინ უფლის წყალობით, მასზე აღარ იმოქმედებს წარსული შეცდომების შედეგები.