KA/Prabhupada 1067 - ბჰაგავდ-გიტა ინტერპრეტირების გარეშე, შემოკლების გარეშე უნდა მივიღოთ



660219-20 - Lecture BG Introduction - New York

მცირე სრულყოფილ ერთეულებს, კერძოდ ცოცხალ არსებებს, გააჩნიათ სრულყოფილი საშუალება სრულყოფილების რეალიზაციისთვის და ყველა სახის არასრულყოფილება გვეუფლება, როდესაც სრულყოფილების შესახებ ცოდნა არასრულყოფილია. ამრიგად, ბჰაგავად-გიტა არის ვედური სიბრძნის სრულყოფილი ცოდნა.

სრული ვედური ცოდნა შეუცდომელია. ვედური ცოდნის შეუცდომლად მიღების სხვადასხვა მაგალითები არსებობს. მაგალითად ავიღოთ, რაც ჰინდუს შეეხება, და როგორ იღებენ ისინი ვედურ ცოდნას, როგორც სრულყოფილს, აქ უმნიშვნელო მაგალითი გვაქვს. როგორც ძროხის ნაკელს. ძროხის ნაკელი ცხოველის განავალია. სმრიტის ან ვედური სიბრძნის თანახმად, თუ ვინმე ცხოველის განავალს შეეხება, განწმენდის მიზნით უნდა განიბანოს. მაგრამ ვედურ ნაწერებში ძროხის ნაკელი წმინდად მოიხსენიება. უფრო მეტიც, დაბინძურებული ადგილები და დაბინძურებული ნივთები იწმინდება ძროხის ნაკელთან შეხებით. ახლა, თუ კამათი დავიწყეთ, რომ ერთ ადგილას ნათქვამია, რომ ცხოველის განავალი უწმინდურია, ხოლო მეორე ადგილას ნათქვამია, რომ ძროხის ნაკელი, რომელიც ასევე ცხოველის განავალია, წმინდაა, წინააღმდეგობაა. მაგრამ, ეს მხოლოდ გამოიყურება წინააღმდეგობად, რადგან ის ვედურ მიწწერილობაშია მოცემული, პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ჩვენ ამას ვაღიარებთ. და ამ აღიარებით შეცდომაში არ შევდივართ. თანამედროვე ქიმიკოსებმა, თანამედროვე მეცნიერებამ, ვინმე დოქტორ ლალ მოჰან გოსალმა აღმოაჩინა, მან დაწვრილებით გააანალიზა ძროხის ნაკელი და აღმოაჩინა, რომ ძროხის ნაკელი შეიცავს ყოველგვარ ანტისეპტიურ თვისებას. მსაგავსად, ცნობისმოყვარეობით, მან განგის წყალიც შეამოწმა. ამრიგად, ჩემი მოსაზრებით, ვედური ცოდნა სრულყოფილია, რადგან ის ყოველგვარ ეჭვსა და შეცდომაზე მაღლა დგას. ხოდა, ბჰაგავად-გიტა არის მთელი ვედური ცოდნის არსი. შესაბამისად, ვედური ცოდნა უტყუარია. ის სრულყოფილი მოწაფეობრივი თანმიმდევრობით გადმოგვეცემა.

შესაბამისად, ვედური ცოდნა კვლევას არ ექვემდებარება. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა არასრულყოფილია, რადგან ყველაფერს არასრულყოფილი გრძნობებით ვეძებთ. შესაბამისად, ჩვენი კვლევის შედეგიც არასრულყოფილია. ვერ იქნება სრულყოფილი. სრულყოფილი ცოდნა უნდა ვაღიაროთ. სრულყოფილი ცოდნა ზემოდან გადმოგვეცემა, როგორც ეს ბჰაგავად-გიტაშია ნათქვამი. ჩვენ მხოლოდ დავიწყეთ, ევამ პარამპარა-პრაპტამ იმამ რაჯარშაიო ვიდუჰ (BG 4.2). ჩვენ ცოდნა სწორი წყაროდან უნდა მივიღოთ, სულიერი მოძღვრის მოწაფეობრივი თანმიმდევრობით დაწყებული თავად უფლისგან. ამრიგად, ბჰაგავად-გიტას თავად უფალი გვიყვება. და არჯუნა, მინდა გითხრათ, არის მოწაფე, რომელმაც ბჰაგავად-გიტას გაკვეთილები მიიღო, მან მთელი ისტორია როგორც ასეთი მიიღო, შემოკლების გარეშე. ესეც არ არის დაშვებული, რომ მივიღოთ ბჰაგავად-გიტას რაღაც ნაწილი და სხვა ნაწილი უარვყოთ. ესეც არ არის მიღებული. ჩვენ ბჰაგავად-გიტა ინტერპრეტირების გარეშე, შეუმოკლებლად უნდა მივიღოთ. და ჩვენი ახირებული მონაწილეობის გარეშე, რადგან ის მიღებული უნდა იქნას, როგორც სრულყოფილი ვედური ცოდნა. ვედური ცოდნის მიღება ტრანსცენდენტული წყაროდან ხდება, რადგან პირველი სიტყვები თავად უფლის მიერ იყო ნათქვამი. უფლის მიერ ნათქვამ სიტყვებს აპაურუშეია ეწოდება, ანუ არა მოწოდებული ამქვეყნიური პიროვნების მიერ, რომელიც დაავადებულია არასრულყოფილების ოთხი პრინციპით. ამქვეყნიურ ცოცხალ არსებას ცხოვრების ოთხი დეფექტური პრინციპი გააჩნია, ესენია 1) მან შეცდომა უნდა დაუშვას, 2) იგი ზოგჯერ ილუზიის ქვეშ უნდა მოექცეს, და 3) უნდა ეცადოს სხვების მოტყუებას, და 4) ის დაჯილდოვებულია არასრულყოფილი გრძნობებით. არასრულყოფილების ამ ოთხივე პრინციპით, შეუძლებელია ყოვლისმომცველი ცოდნის საკითხში ინფორმაციის სრულყოფილი ფორმით მოწოდება. ვედები ამგვარი არ არის. ვედური ცოდნა ბრაჰმას, პირველ შექმნილ ცოცხალ არსებას, გულში გადაეცა. და ბრაჰმამ, თავის ჯერზე, გადასცა ეს ცოდნა თავის ვაჟებს და მოწაფეებს ისევე, როგორც ეს საკუთრივ უფლისგან მიიღო.